მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესის საუკეთესო პარტნიორი

ლიონელ მესის საუკეთესო პარტნიორი

ზაფხულში, “ბარსელონამ” საკმაოდ მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელა და მიუნხენის “ბაიერნიდან” 31 წლის არტურო ვიდალი დაიმატა. 

ჩილელმა ნახევარმცველმა სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და ამით უკმაყოფილებაც გამოთქვა, თუმცა, დროთა განმავლობაში, მოედანზე გამოჩენას მოუმატა და ხშირად ძირითად შემადგენლობაშიც ხვდებოდა. 

სულ, ვიდალმა 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 33 – ლა ლიგაში. მან 3 გოლიც გაიტანა, “ხეტაფეს”, “ბეტისის” და მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. უფრო მნიშვნელოვანი კი მაინც ასისტებია – ვიდალმა 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

აღსანიშნავია, რომ ამ 7-დან ექვსი პასი არტურომ ლიონელ მესის გაუკეთა, მათი უმეტესობა კი ბოლო პერიოდში. ეს შედეგი ჟორდი ალბას შედეგსაც კი აღემატება და ვიდალი მესისთან პარტნიორობაში ესპანელ მარცხენა მცველს კონკურენციას უკვე უწევს. სამხრეთ ამერიკელმა გუნდის უკანასკნელ თამაშებში ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა, მათ შორის, “ლივერპულთანაც” კი და მასში გადახდილი 20 მილიონი ევრო გაამართლა. 

დიდი ალბათობით, ვიდალი ესპანეთის თასის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში იქნება და თავის გამოჩენას იქაც მოახერხებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (11)

  • Pyiol16
    schedule 22 მაი 2019, 03:22

    რაც ამან ლივერპულთან ითამაშა ასეთი შემართებით რო ყველას ეთამაშა არ ჩავიკუკავდით მე ვგიქრობ სამი კაცის ბრალია ლივერპულთან გავარდნა პირველი დემბელე მეოთხე უნდა გაეტანა როცა ამხელა ფულს იხდიან შენში და ბარსას ძირითადზე გაქვს პრეტენზია მეკარეს უნდა ააცილო ბურთი 3 მეტრიდან მეორე ალბა როცა ხედავ უტრაკო მწვრთნელი გყავს და დაცვას გათამაშებს აუტზე მაინც მოიგერიე მაგ უკუღმართი თავით ბურთი და კიდე კარგია მესის რო აძლევ პასს მარა როცა მეკარესთან 1×1 ხარ უნდა დაარტყა თან ხედავ გუნდს უჭირს საშინლად და მომენტები არ გაქვს თავზესაყრელი და მესამე ცხვირა ნუ უკომენტაროდ ამ კაცზე თუ მე უკეთესად არ მემწვრთნელა ლივერპულთან იმისდედავატირე

  • alen halilovic
    schedule 21 მაი 2019, 09:13

    ჰა ჰა ჰა ჰა, რა უბედურებაა… ლივერპულთან ალბათ საუკეთესოც კი იყო, მარა ზუსტად ვიდალის დაყენების გამო და არჩეული ტაქტიკის გამო წავაგეთ, ფაქტია.

    ციტატა: არტურო ვიდალ

    ციტატა: Albicelecte
    სეიდუ კეიტა გამახსენდა ამაზე
    როცა დააყენებდი, ითამაშებდა, იბრძოლებდა, რაც შეეძლო, ყველაფერს იზამდა!
    მინიმუმ 3 სეზონს დავტოვებდი ამას
    სკამიდან მაინც არ დაგაღალატებს, არც გაჭირვების შემთხვევაში, რომ დააყენო…
    როტაციების დროს კიდევ უკეთეს ვარიანტს ვერ ინატრებ


    1000000% xar


    კეიტა კი გაგახსენდათ, მარა იმ გუნდის ნახევარდაცვა უკვე ჩამოყალიბებული იყო და კეიტა უბრალოდ სიხისტეს მატებდა (თან თუ ინიესტა იყო ტრამვირებული ძირითადად მაშინ აყენებდა, ამან კიდე ერთადერთი ბურთის დამჭერი, არტური შეცვალა ვიდალით) აქ კიდე ისედაც არეულ ცენტრში ვიდალს აყენებ და მერე გიკვირს მესიმდე ბურთი რატომ არ მიდიოდა

  • Magician
    schedule 21 მაი 2019, 02:18

    კაცი სულსა და გულს დებს მოედანზე.

  • Vengance
    schedule 21 მაი 2019, 00:47

    1 კაცი იბრძოდა ლივერპულთან ბოლომდე და ეგეც ეს მგელი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრანსფერით, თავის დროზე როცა გადმოვიდა მაშინაც გამიხარდა მარა ეხლა ვაბშე მაგრად მისწორდება რომ გვყავს :))) იმედია მომდევნო სეზონში მოიგებს ლიგას იმსახურებს ეს კაცი თავისი შრომით ყველაფერს.

  • nika 54
    schedule 21 მაი 2019, 00:09

    არ იღლება ეს კაცი და სულ ბრძოლაშია, ცოტა პასებში მოიდებილებს. ამას უკან პასი უნდა აუკრძალონ თორემ დაგვღუპავს ერთხელაც.

  • GIo-GxP-FCB
    schedule 20 მაი 2019, 19:55

    აუცილებელია კიდევ 1 წელი რომ დარჩეს მაგრამ სკამიდან უნდა დაეხმაროს გუნდს არტური დე იონგი პუჩი ალენია არ დამიჩაგროთ საოცარი თაობა გვყავს ნახევარდაცვაში და დე ლიხტის მოსვლის შემთხვევაში დაცვაშიც იდეალური მომავალი გვყავს უმტიტი ლენგლე დე ლიხტი მთავარია მარცხენა მცველი (ალაბა) მოიყვანონ და ვინგერი

  • Albicelecte
    schedule 20 მაი 2019, 17:23

    სეიდუ კეიტა გამახსენდა ამაზე
    როცა დააყენებდი, ითამაშებდა, იბრძოლებდა, რაც შეეძლო, ყველაფერს იზამდა!
    მინიმუმ 3 სეზონს დავტოვებდი ამას
    სკამიდან მაინც არ დაგაღალატებს, არც გაჭირვების შემთხვევაში, რომ დააყენო…
    როტაციების დროს კიდევ უკეთეს ვარიანტს ვერ ინატრებ

  • M10 S9 D11
    schedule 20 მაი 2019, 17:20

    ვიდალი მხევცია <3

  • BARCAMAN10
    schedule 20 მაი 2019, 17:16

    იმდია შემდეგ წელს მაინც მოიგებს ლიგას

  • nixrikia
    schedule 20 მაი 2019, 17:12

    Eseti igroki nagdad aklda barssas imena xishnikia kaci arafers erideba

  • Ansu Fati 22
    schedule 20 მაი 2019, 17:05

    Imsaxurebs vidali aseti tamashit dziritad shemadgenlobashi yofnas