“ბარსელონას” ქალთა გუნდისთვის ისტორიული ჩემპიონთა ლიგის ფინალი წარუმატებლად დასრულდა, თუმცა კატალონიელებისთვის აქ გასვლაც დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.
“ბარსა” ბუდაპეშტში “ლიონთან” 1-4 დამარცხდა. მათი მხრიდან ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს ნიგერიელმა ასისატ ოშოალამ გაიტანა, “ლიონის” რიგებში კი თავი ჯერ მაროჟანმა გამოიჩინა, შემდეგ კი ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა, ადა ჰეგერბერგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
როგორც იცით, “ლიონი” ამ ტურნირის ყველაზე წარმატებული გუნდია. მათ ტიტული ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მეექვსედ მოიგეს.




ვინც უყურა ის ნახავდა ლიონი 10 თავით ჯობდა ბარსას უბრალოდ კიდე პატივი სცეს და მეტი გოლი არ გაუტანეს თორე ისეთი თამაში იყო როცა უნდოდათ მაშინ შეეძლოთ გატანა. მაგრად ითამაშეს
არაუშავს ესეც მიღწევაა რო ფინალში გავიდნენ პირველად თან
ესენი ფინალში მაინც გავიდნენ 😂
Amdeni marcxi ….. 😮😮😮😐😐😐
Vegar gadavitan
😐