შეცდომას ყველა უშვებს. შესაძლოა, რამდენიმეჯერ. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს კი 3 ბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ზედიზედ ორჯერ ბევრი ნამდვილად არ ეთიშება. “ბარსელონამ”, ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობის დროს, ამის მიღწევა მოახერხა.
“რომასთან” მარცხი “ბარსამ” გადაიტანა, ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ბოდიში მოიხადეს, თქვეს, რომ მომდევნო ჯერზე მეტ ყურადღებას გამოიჩენდნენ და ასეთი სცენარი აღარ განმეორდებოდა. მიმდინარე სეზონის შედეგების გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, რომ კატალონიურ გუნდს კონცენტრაცია აკლდა ან ზოგადად მაღალ დონეზე არ იყო, მაგრამ ბოლოს გამოჩნდა, რომ ჩემპიონთა ლიგა ლა ლიგისგან განსხვავებული ტურნირია და ფინალში გასასვლელად, ამ ფორმაციის “ბარსელონა” მზად არ არის, როგორ დამაჯერებლადაც არ უნდა გახდეს ესპანეთის ჩემპიონი – ზედიზედ ორჯერ.
“ენფილდზე” “ლივერპული” ორი ლიდერის გარეშე გამოვიდა, თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა მაინც შეძლო. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, არა იურგენ კლოპის მიერ არჩეული აქამდე არნახული ტაქტიკა და მერსისაიდელების უნაკლო თამაში, არამედ ის იყო, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სტატუსზე პრეტენზიის მქონე გუნდმა გუნდის შთაბეჭდილებაც კი ვერ დატოვა.
“ბარსელონას” არ ჰქონდა გარკვეული გეგმა, ისევე როგორც, თუნდაც პირველ მატჩში, რომელიც, ამის მიუხედავად მათი გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს მწვრთნელის სისუსტეზე და თუ მისმა გუნდმა ამხელა სხვაობით გაიმარჯვა, მხოლოდ ლიონელ მესის უნდა უმადლოდეს. სწორედ ამის გამო ამარცხებს “ბარსა” მეტოქეებს და არა ვალვერდეს დამსახურებით. ეს იმიტომ, რომ არგენტინელი სქემის გარეშეც ახერხებს მომენტების სხვებისთვის და თავისთვის შექმნას, ჯარიმების გამოყენებას, ბურთის ართმევას და საკუთარი საჯარიმოდან ამოტანას, რაშიც, წესით, თანაგუნდელებიც უნდა ეხმარებოდნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არანაირი დავალება არ აქვთ მხოლოდ ერთის გარდა – მიაწოდონ ბურთი მესის და დაელოდონ, როგორ მოიგებს ის თამაშს. ეს საკმაოდ ხშირად ხდება, ამიტომაც არის მესი ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი, მაგრამ ისიც ადამიანია და თუ 30 მეტრიდან ალისონ ბეკერის კარის ცხრიანში ბურთი ზედიზედ მეორედაც არ შეაგდო, არ ნიშნავს იმას, რომ თამაში ჩაუვარდა და გუნდის კრახი მხოლოდ მისი ბრალია.
“ბარსელონას” კაპიტანი “ლივერპულთან” უნაკლო თამაშისგან შორს იყო, მაგრამ გამჭოლი გადაცემებით კოუტინიო, სუარესი და ალბა კარგ დასარტყმელ პოზიციაზე მაინც გაიყვანა და წესით, ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო. პირველ ტაიმში ერთ მათგანს მაინც რომ გაეტანა, “ლივერპული” თამაშის შემოტრიალებას ვეღარ მოახერხებდა.
ასე რომ, დამნაშავე მესი არ არის. ის უფრო მსხვერპლია და ყველაზე ნაკლებად იმსახურებს იმ კრიტიკას, რომელიც ბოლო დღეებში “ბარსელონას” ფეხბურთელებისკენაა მიმართული.
მოედანზე მთავარი დამნაშავე იყო ჟორდი ალბა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში დაამტკიცა, რომ მხოლოდ ერთი თანაგუნდელის დანახვა შეუძლია – ეს იმ გუნდში, რომლის ფილოსოფიის აუცილებელი კომპონენტი პასები და გუნდური თამაშია – და დაცვაშიც შეცდომები დაუშვა, რასაც გოლები მოჰყვა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ლუის სუარესი, რომელსაც ამ სეზონში მხოლოდ პერიოდული გამონათებები აქვს, ივან რაკიტიჩი, რომელმაც უსასრულობასთან მიახლოებული უარყოფითი შეფასება დაიმსახურა და ფილიპე კოუტინიო, რომელიც წელს მხოლოდ სახელი და გვარია.
რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, ყველაზე ძნელი მარკ ტერ შტეგენის დამსახურებაა. გოლები მისი ბრალი არ იყო და 0:3-ზე, ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ემოცია ეტყობოდა და სხვების გამხნევებას უშედეგოდ ცდილობდა. ჟერარ პიკემაც კარგად დაიწყო და ზოგადად, ის დაცვის ხაზზე უდავოდ საუკეთესოა, არტურო ვიდალმა კი სხვა ნახევარმცველებზე ორჯერ მეტი სამუშაო შეასრულა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მაშინ, ვისი ბრალია ასეთი შედეგი? მწვრთნელის, ფეხბურთელების, ბართომეუს, ედუარდ შევარდნაძის თუ ყველასი ერთად? ჟოზეპ ბართომეუს თემის განხილვა ცალკეც შეიძლება, ამ შემთხვევაში კი მთავარი დამნაშავე აშკარად ერნესტო ვალვერდეა. ფეხბურთელების ასეთი თამაში, შეგვიძლია, მეტწილად მას დავაბრალოთ, რადგან, ძნელია კარგად ითამაშო, როცა მწვრთნელისგან მითითება არ გაქვს და მოედანზე მხოლოდ ლეო მესისთვის გამარჯობის სათქმელად ხარ გაგზავნილი. ძნელი დასაჯერებელია, რომ ფილიპე კოუტინიოს მოულოდნელად ასეთი კარიერული დაღმასვლა დაეწყო. უბრალოდ, ის ორი წელია, “ბარსელონაში” თამაშობს და ჯერ კიდევ არ ვიცით და თავადაც არ იცის, რომელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს და კონკრეტულად რა ევალება. უსმან დემბელე ძალიან ნიჭიერი და განსხვავებული ხასიათის ფეხბურთელია, თანაც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება იმისთვის, რომ სუპერვარსკვლავად ჩამოყალიბდეს, ვალვერდეს მხრიდან კი ამის მსგავსსაც ვერაფერს ვხედავთ.
რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ვითარების შესაცვლელად? ნამდვილად გეგმავს თუ არა “ბარსელონას” ხელმძღვანელობა 10 ფეხბურთელის გაშვებას და გუნდის მთლიანად გადახალისებას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სანამ გუნდს ერნესტო ვალვერდე წვრთნის. ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც 160 მილიონიან კოუტინიოს ჩაანაცვლებს, მის ხელში აუცილებლად ბრაზილიელის ბედს გაიზიარებს.
იმისთვის, რომ “ბარსელონა” გახდეს ნამდვილი გუნდი, ისეთი, როგორიც კლოპის “ლივერპულია”, მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლაც საკმარისი იქნება (მათ რიცხვში არცერთი ბრაზილიელი და ფრანგი არ შედის, სამაგიეროდ შედის კევინ-პრინსი, რომლის კარიერული პიკი გაერთიანებული სამეფოს ყველაზე უფროსი პრინცის ახალგაზრდობას ემთხვეოდა და ივან რაკიტიჩი) ამასთან ერთად კი მწვრთნელის მოყვანა, რომელსაც საკუთარი ხასიათი აქვს და თამაშის წინ მხოლოდ შემადგენლობის შერჩევით არ შემოიფარგლება.
ძალების სწორად გადანაწილებასთან და მონდომებასთან ერთად, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ “ბარსამ” მომდევნო სეზონიდანვე ევროპის უძლიერესი გუნდის არაფორმალური სტატუსი მოიპოვოს და ლიონელ მესის მიერ ნანატრი “ლამაზი თასიც”, 5 წლიანი პაუზის შემდეგ, “კამპ ნოუზე” დააბრუნოს.




აკადემიას მეტი სათამაშო დრო მთავარი წამალი გამოსავალიდან
ანდრე გომეში, განათხოვრებულები უკან არ დაბრუნდეს არცერთი, რაკიტიჩი ინტერში, კოუტინიო სადაც მყიდველი იქნება, მალკომი 40 მილიონზე ნაკლებში არ გავყიდოთ, უმტიტი რაც შეილება მაღალ ფასში გავყიდოთ, გავყიდოთ ვიდალი, ხოლო მესი და სუარესი ნეიმარში გავცვალოთ და 100 მილიონი ავიღოთ, ნეიმარის წასვლით არეული საქმე თვითონვე გამოიყვანოს, ვიყიდოთ სწრაფი თავდასხმელი რაშფორდი ან ობამიანგი და მწვრთნელი შემტევი ფეხბურთით, სვარკა მწვრთნელი არ დამანახოთ, კუმანის ვარიანტიც მესვარკება რატომღაც, რამდენჯერაც გუნდის ლიდერი გავყიდეთ რომარიო, რონალდო, რონალდინიო ყველა გადავაგორეთ დროა მესის გაყიდვაზეც დაფიქრდეს ხელძღვანელობა სანამ კარი ფასი აქვს ასაკის მიუხედავად
აკადემიას მეტი სათამაშო დრო მთავარი წამალი გამოსავალიდან
მათ არანაირი დავალება არ აქვთ მხოლოდ ერთის გარდა – მიაწოდონ ბურთი მესის და დაელოდონ, როგორ მოიგებს ის თამაშს. ეს საკმაოდ ხშირად ხდება, ამიტომაც არის მესი ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი,!!!ცვეტში მასეა
Mweralo chamoayalibe yvelaferi ok. Arc me vadeb xels pirdapir mesis. Magram faqtia ro tamashi chauvarda. 2-0 3–0 ze visurvebdi rom rogorc kapitani misuliyo yvelastan da etqva gaanzriet erti adgili! Introvertia magram saertod ar laparakobso veravin ityvis xoda tu laparakobs unda misuliyo. Mitumetes wina matchebshi aketebda aamas
მწერალი გენაცვალე ძმაო ყველაფერი სწორად იყო ნათქვამი ყველაფერს მესის რომ აბრალებდნენ რა პასები გაჩითა მაგრამ რათ გინდა ვერცეთმა ვერ გამოიყენა:((
აი 100%-იანი სიმართლეა აფსოლიტურად ყველაფერში ვეთანხმები
tipma acalwveulebs xo deda utira. dembele malcomi coutinho, klops mieci eg trio da gavkari salagi mane firminos. mere gundis tamashi xo mokla, mayureblis raodenoba sheamcira camp nouze iseti svarka stili aq (arc aq stili mament). skamis xalxs deda utira, livestan roca tavi iyo dasacavi cou daayena da sheutia, roca sheteva gaxda sachiro 3-0 ze kide cou gaiyvana da semedo shemoushva. chas.v.rili dapanikebuli qmedeba. arafrit ar moxsna roberto da rakitici, vidali daigalao. arada dagvewyo 4-4-2 it semedo roberto orive sastavshi, cou malcomi zamenaze, tavsac uket davicavdit da tu gadagvivlidnen mainc mere roberto rakitici out da cou malcom in. ori dasvenebuli shemtevi shemovidoda. tan eg unda gveqna 2-0 ze. mag shotze daijeres ro sheedzlot da shemogvitevdnen da kontraze davicherdit. semedoc ra kargi bichia da ver progresirebs saertod. neta rato? xoda waesxas es kaci tore ginda sane miuyvane ginda mbappe arafers aqvs azri. tam es chorebi nartomeus xrikebi mgonia
მაინც ედუარდ შევარდნაძის ბრალია ყველაფერი! და სისხლიანი 9 წელის, ბიძინასი და სალომე შენი მოღალატე და არაქართველი …..!!!))))
ამ უბედურებიდან რაც დაგვემართა მხოლოდ ერთ კარგს ვხედავ, სანამ ლეოს კიდევ შეუძლია მოუწევთ კარგი ფეხბურთელების დაყრა და ამ გამოს—ირებული მწვრთნელის გამოცვლა, და რაც მთავარია სკოლას მიხედონ
კოუს გაშვება არ შეიძლება ეს ბიჭი ახალ მწვრნელით ძალიან მაგრად ათამაშდება და გვიჩვენებს თავის კლასს. ვალვერდეს რაც შეეხება მან არ იცის როგორ ათამაშოს ბარსელონა როგორ მოამზადოს გუნდი და რა გააკეთოს იმისთვის რომ ლიგა მოიგოს. ახალ მწვრთნელად რა თქმა უნდა პეპიტო გამისწორდება კაცი ლეგენდა. ასევე ხავი დამხმარედ და პუიოლიც შტაბში აუცილებლად მოტივატორად. მესი ლეგენდაა რომელმაც 98% ფეხბურთი შეაყვარა ის ადამიანია და არა უცხოპლანეტელი ბევრის თქმით მასაც ტკივა და მასაც მოზდის შეცდომები.ტერ შტეგენი დიდი აღმოჩენაა რომელიც უძლიერესია თავის კრაიზე მიკვირს გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში რო არ არის. გუნდი გაძლიერდება დე იონგით და ლიხტით აუცილებლად.სუას შემცვლელი გვინდა აუცილებლად იოვიჩი დახატავს ბარსას
ძალიან კარგი სტატიაა და ყველაფერი რაც აქ წერია სრული სიმართლე! გუნდს სჭირდება ახალი მწვრთნელი, ახალი პრეზიდენტი, ახალი შემტევი და მოტივატორი!
შტეგო და მესი იმსახურებენ მხოლოდ შეცოდებას! შტეგოს ცრემლები რომ მახსენდება გული მიკვდება და ლეოზე ხომ საერთოდ!
პ.ს. კიდე ვერ მოვსულვარ აზრზე წესიერად!
კაი სტატიაა მე ვფიქრობ რომ გუნდს მოტივატორი და ტაქტიკოსი ჭირდება როგორიც გვარდიოლა და კლოპი არიან არის ტენ ჰაგის და კუმანის ვარიანტი რომლებიც საქმეშიც ვნახეთ როგორები არიან, ალბათ იქიდან გამომდინარე რომ პეპი ყველაზე აპრობირებული მეთოდია ბარსასთვის მიმაჩნია რომ გვარდიოლა უნდა დაბრუნდეს ეს იქნება დიდი დაბრუნება მიუხედავად ყველაფრისა ის რამენაირად უნდა დაარწმუნონ რომ ბარსელონა ეს ის ადგილია პეპისთვის სადაც ის მოიგებს ჩემპიობთა ლიგას 2-ჯერ 3- ჯერ და 4 – ჯერაც <3
წელს დააყენა წინ და ჩააგდო.
ჩემი აზრით , ნახევარწლიან შანსს მაინც იმსსხურებს. სხვა ტრენერრთან მისს პოზიციაზე
არ შემიძლია არ დაგეთანხმო მართლაც არიყო გასულ წელს ცუდი როცა ვალვერდე 442 ტაკტიკით თამაშობდა….რობერტო, დენისი, გომესი, რაკიტიჩი(სკამზე თუ დაჯდება იყოს)ასევე სუაც უნდა წავიდდეს კოუს იანვრამდე უნდა მიეცეს დრო მწვრთნელზეც არის ფეხბურთელის პროგრესიც და რეგრესიც და ვნახოთ იმედია სხვა მწვრთნელი კოუსგან მაქსიმუმს დადებს
კი ზუსტად,
მსოფლიოზეც დაფრინავდა.
აი კოპაზეც ვნახოთ წელს რას იზავს ზაფხულში,
და მინიმუმ იანვრამდე დაიტოვონ
ძალიან კი გაგვაბრაზა ყველა ბარსას ფანი მაგანაც და ზოგ ზოგიერთებმაც მაგრამ შანს ყველა იმსახურებს ალბათ სხვა მწვთნელთან გამოუვა რამე
წელს დააყენა წინ და ჩააგდო.
ჩემი აზრით , ნახევარწლიან შანსს მაინც იმსსხურებს. სხვა ტრენერრთან მისს პოზიციაზე
არ შემიძლია არ დაგეთანხმო მართლაც არიყო გასულ წელს ცუდი როცა ვალვერდე 442 ტაკტიკით თამაშობდა….რობერტო, დენისი, გომესი, რაკიტიჩი(სკამზე თუ დაჯდება იყოს)ასევე სუაც უნდა წავიდდეს კოუს იანვრამდე უნდა მიეცეს დრო მწვრთნელზეც არის ფეხბურთელის პროგრესიც და რეგრესიც და ვნახოთ იმედია სხვა მწვრთნელი კოუსგან მაქსიმუმს დადებს
100 %-ით გეთანხხმებით!.ვალვერდე ბარსას სტილის გაგებაში არაა.მაგას არ ესმის,რომ ფეხბურთელი ყველა პოზიციას ვერ მოერგება.
შტეგო და მესი მართლაც რომ მსხვერლები არიან😭😭😭