ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ვილიარეალის” ნახევარმცველი, სანტი კასორლა, ძალიან ოპტიმისტურადაა განწობილი “ბარსელონასთან” შეხვედრის წინ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
“დღესდღეობით “ბარსელონა” არის ფეხბურთის ეტალონი, მათთვის გამარჯვება ჩვეული ამბავია და პატივს სცემენ თითოეულ მეტოქეს. და მაინც, ჩვენი მთავარი მიზანია 3 ქულა მოვიპოვოთ ამ მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულად დასაძლევია კატალონიური ბარიერი. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვითამაშოთ საკუთარ სტილში, არცერთ შემთხვევაში არ უნდა შევცვალოთ ტაქტიკა და არ უნდა შეგვეშინდეს მეტოქის. ჩვენი მიზანია მესამე პოზიციაზე დავასრულოთ სეზონი, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ”. ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს “მარკა”.



