workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”რომა” მილიტოს და მასკერანოს აკვირდება

”რომა” მილიტოს და მასკერანოს აკვირდება

იტალიური ”რომა” კატალონიის ”ბარსელონას” ფეხბურთელებით, გაბრიელ მილიტოთი და ხავიერ მასკერანოთი ინტერესდება, იტყობინება Sport.es.

ესპანური ინტერნეტ-გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი ბიზნესმენი, ტომას დი ბენედატო აპირებს, შეიძინოს იტალიური კლუბის აქციების 60%. შესაბამისად, მან უკვე დაიწყო ზრუნვა მომდევნო სეზონისთვის გუნდის შემადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. თავად ბიზნესმენი და მისი კუთვნილი კომპანიის, Fenway Sports Group-ის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ხავიერ მასკერანო და გაბრიელ მილიტო დიდ სარგებელს მოუტანენ იტალიის დედაქალაქის გუნდს.

ხავიერ ალეხანდრო მასკერანო კატალონიის ”ბარსელონას 2010 წელს შეუერთდა. მანამდე ის ”რივერ პლეიტის” (2003-2005), ”კორინთიასის” (2005-2006), ”ვესტჰემ იუნაიტედის” (2006-2007) და ”ლივერპულის” (2007-2010) ღირსებას იცავდა. მასკერანო 26 წლისაა და ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

გაბრიელ ალეხანდრო მილიტო 1980 წლის 7 სექტემბერს დაიბადა. იგი კატალონიურ გრანდში ”სარაგოსადან” გადავიდა, 2007 წელს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward