დონეცკის “შახტარის” მცველმა, რეზვან რატსმა განაცხადა, რომ 1/4 ფინალური დაპირისპირება “ბარსელონას” წინააღდეგ, შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება მათთვის, გაიგონ ამჟამინდელი დონე.
“თამაში “ბარსელონასთან” გვიჩვენებს ჩვენს ამჟამინდელ დონეს. ჩვენ მეტოქის არ გვეშინია. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ შანსები გვექნება და მათ აუცილებლად გამოვიყენებთ. ყოველი თამაში იწყება ანგარიშით 0:0, ასე რომ შანსები 50/50–ზეა”. ციტირებს დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელის, რეზვან რატსის სიტყვებს, კლუბის ოფიციალური საიტი.
პირველი დაპირისპირება “შახტარსა” და “ბარსელონას” შორის შედგება 6 აპრილს, ღამის 12 საათზე, ხოლო განმეორებით 1/4 ფინალური მატჩი კი 12 აპრილს, ასევე ღამის 12 საათზე.


