ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ალავესი”, სტუმრად, ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს ტიტულის განაღდებამდე მხოლოდ ერთი მოგება აშორებთ.
ერნესტო ვალვერდემ, “მენდისოროსაზე”, გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა. ივან რაკიტიჩი განაცხადს მიღმა იყო, ხოლო მესი, არტური, ლანგლე და ალბა სათადარიგოთა სკამზე მოხვდნენ. მესიმ, არტურმა და ალბამ ითამაშეს, მაგრამ “ბარსამ” მაინც მათი დახმარების გარეშე იმარჯვა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მე-2 ნახევარში კი “ბლაუგრანამ” მეტოქეს 2 ბურთი გაუტანა. 54-ე წუთზე, სტუმართა კარგი კომბინაცია კარლეს ალენიას ზუსტი დარტყმით დასრულდა, მე-60 წუთზე კი, ლუის სუარესმა თერთეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
შაბათს, 27 აპრილს, “ბარსელონა” “ლევანტეს” უმასპინძლებს და 3 ქულის აღების შემთხვევაში, ესპანეთის ჩემპიონობას ოფიციალურად გაინაღდებს. ეს, შესაძლოა, ხვალვე მოხდეს, თუ “ატლეტიკომ” “ვალენსიასთან” წააგო.
იმედია ხვალ წააგებს ატლეტიკო