workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონა” ან ტრებლს მოიგებს, ან არაფერს

ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონა” ან ტრებლს მოიგებს, ან არაფერს

ერნესტო ვალვერდემ იცის, რომ თუ “ბლაუგრანა” “ალავესს” დაამარცხებს და “ვალენსია” – “ატლეტიკოს”, მისი გუნდი პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი გახდება. თუმცა, “ბარსელონას” თავკაცს არ სურს მოვლენებს გაუსწროს და ნაადრევად იზეიმოს. მისთვის ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა.

“ლა ლიგის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ყველაფერი იდეალურად წარიმართა, ჩვენ შუა კვირაში ჩემპიონობის მოპოვება შეგვიძლია, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. “ალავესი” ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ამიტომ იოლ თამაშს არ მოველით. ვიმედოვნებ, რომ გასული წლის მსგავად, ამჯერადაც კომფორტულ უპირატესობას გამოვიყენებთ და ჩემპიონები გავხდებით.” – განაცხადა ვალვერდემ პრესკონფერენციაზე

საუბარი ჩემპიონთა ლიგასაც შეეხო: “ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ მიმდინარე პერიოდში, ინტენსიურად ვვარჯიშობდით, ამიტომ შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები შემადგენლობაში. სეზონის ამ ეტაპზე შესანიშნავ ფორმაში ვართ. როდესაც ბევრ მატჩს თამაშობ, ყოველთვის ცდილობ საიდანღაც ენერგია იპოვო. ფეხბურთელებმა ეს შესანიშნავად გააკეთეს. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან მატჩში თამაშში დაბრუნება შევძელით, წარმატებით გადავლახეთ ჩემპიონთა ლიგი 1/4 ფინალური ეტაპი. ეს კი აჩვენებს, რომ გუნდი მენტალურად მზადაა.” – განუცხადა ვალვერდემ პრესას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 23 აპრ 2019, 16:19
    #13

    სად წერია აქ ვალვერდემ თქვა "ბარსელონა" ან ტრებლს მოიგებს, ან არაფერსო ?
    სათაური საიდან მოიტანა სტატიის ავტორმა?? wink

  • buxo
    schedule 23 აპრ 2019, 16:05
    #12

    მიდი ვალტერა მიაწექი რა არაფერი თავში ფეხი ხოარგაქ, კანფეტს სკლინტად ნუგადააქცევ joy

  • Bakero
    schedule 23 აპრ 2019, 15:06
    #11

    ციტატა: Don_Andresito
    შენი მთავარი გამოწვევა კლოპთან ჭიდილი იქნება. კლოპმა თუ მოგიყომარა მორჩება შენი ქება დიდება. ყველა კომენტარში ვალოს ხოტბაა როცა ადრე სულ გინება იყო. დაიმსახურა შედეგებით კი მარა საკმარისია ლიგა ვერ დადოს ისევ ყველა მაგინარი გახდებით ამიტო მე არ ვჩქარობ და ლივესთან თამაშებს ველოდები.


    ეგრეა 100% აქამდე არ შეხვედრია ტოპ კლასის მწვრთნელი აი კლოპს თუ გასცდა მაშინ მართლა იმსახურებს ქებას

  • Messi, Iniesta
    schedule 23 აპრ 2019, 14:59
    #10

    ვალვერდე იმდენ რამეს აკეთებს ბარსასთვის რომ უკვე სათვალავი ამერია! ის საუკეთესო მწვრთნელია, ახლა კლოპს უნდა დაუპირისპირდეს და გული მიგრძნობს რაღაც ისეთს გააკეთებს ჯერ რომ არავის არ გაუკეთებია! წინ ვალოდია!❤

  • Don_Andresito
    schedule 23 აპრ 2019, 14:51
    #9

    შენი მთავარი გამოწვევა კლოპთან ჭიდილი იქნება. კლოპმა თუ მოგიყომარა მორჩება შენი ქება დიდება. ყველა კომენტარში ვალოს ხოტბაა როცა ადრე სულ გინება იყო. დაიმსახურა შედეგებით კი მარა საკმარისია ლიგა ვერ დადოს ისევ ყველა მაგინარი გახდებით ამიტო მე არ ვჩქარობ და ლივესთან თამაშებს ველოდები.

  • M10 S9 D11
    schedule 23 აპრ 2019, 13:24
    #8

    საღოლ ვალიკო საღოლ ბოლო პერიოდია კაის მეტი არაფერი მეთქმის იმედია ტრიპლეტს დადებ

  • gurgenidze
    schedule 23 აპრ 2019, 13:21
    #7

    Trebli tu moigo datoveben… da zogadad axla.tu movuget liga didi shansi gveqneba mivayolot

  • ana anukii
    schedule 23 აპრ 2019, 13:12
    #6

    ამან მართლა თუ მოიგო ტრებლი არვიცი რააა ამის ფანი ვიქნები😂😂😂❤️❤️

  • nakaidze123
    schedule 23 აპრ 2019, 12:52
    #5

    რაც არუნდა აკრიტიკებდეთ ვალვერდეს თამაშის სტილის გამო მაინც საოცარი კაცია, შედეგებზე მომუშავე და ძალიანაც ვაფასებ წელს თუ ტრიპლეტი დადო ვაბშე გავაფანატებ ამკაცზე :)) ჰო რაცშეეხება თამაშის სტილს მეცმახსოვს ულამაზესად მოთამაშე ბარსელონა და არანაკლებ თან თქვენზე. მე მომწონს ესკაცი <3 წარმატებები მას ბარსასთან ერთად ♥️

  • gurgenidze
    schedule 23 აპრ 2019, 12:05
    #4

    ციტატა: Chiquinto
    ბიჭებოო დღეს ბარსა მოიგებს ვითომ თუ ფრეს გააგორებს?? ვითო


    Realis wageba damesizmra xetapestan 2_3 iyo angarishi 😂😂🤣

  • GRIEZMAN✓™
    schedule 23 აპრ 2019, 12:05
    #3

    ციტატა: BlauGrana_DS
    ოპელი, ვერ გევიგე?

    youtube.com/watch?v=8ageIUG_VB0


    რა შუაშია laughing

  • notoriousbarca
    schedule 23 აპრ 2019, 11:53
    #2

    არ მევასები ვალოდია მარა მიდიიი უნდა გავგლიჯოთ ყველა!

  • BlauGrana_DS
    schedule 23 აპრ 2019, 11:52
    #1

    ოპელი, ვერ გევიგე?

    youtube.com/watch?v=8ageIUG_VB0