ბრაზილიის ”სანტოსის” ფორვარდმა, ნეიმარმა, რომელმაც ამხანაგურ მატჩში თავისი ნაკრების მაისურით დუბლი გაიფორმა, თვით ”ბარსელონას” ყურადღება მიიპყრო.
As-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე კატალონიელები შეეცდებიან ბრაზილიელი ტალანტით გააძლიერონ საკუთარი თავდასხმის ხაზი. უპირველეს პრიორიტეტად სახელდებოდა ”ვილიარეალის” თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის შეძენა. შეგახსენებთ, რომ როსიმ მიმდინარე სეზონში 26 გოლი გაიტანა (ყველა ტურნირში).
თუმცა, ნეიმარის რეპუტაციის ამაღლებამ, მისმა რეზულტატებმა და შოტლანდიელებთან გაფორმებულმა დუბლმა, კიდევ ერთხელ დააფიქრა ”ბლაუგრანას” წარმომადგენლები.
”ბარსელონას” გარდა ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტისთვის ბრძოლაში, რომელსაც სხვათაშორის თავად პელესაც კი ადარებენ, ჩაერთვნენ ტურინის ”იუვენტუსი” და ლონდონის ”ჩელსი”.
Goal.com-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის მსურველებს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.



