“რეალ სოსიედადის” მეკარე, ხერონიმო რული, ჟორდი ალბას გოლის ეპიზოდში, მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.
“მეორე გოლის დროს, დემბელე მეფარებოდა. ეს ნათლად ჩანდა, არ მესმის, რატომ არ იყო ეს თამაშგარე. მსაჯებს გოლის ეპიზოდი, ჩვენი პატივისცემის ნიშნად მაინც უნდა გადაემოწმებინათ.”
რულის, მისი თანაგუნდელი, არიც ელუსტონდოც ეთანხმება: “რული ამბობს, რომ დემბელემ ხელი შეუშალა. არ გვესმის, რატომ არ გამოიყენეს VAR-ი. ვიდეო რეფერი იმიტომ არსებობს, რომ დაგვეხმაროს, მაგრამ არაფერს აკეთებს.” – ციტირებს “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელების სიტყვებს Marca.
თამაშის დროს პრეტენზია არ ჰქონიათ და სახლში რომ ნახეს მერე მიხვდნენ რომ დემბელე ხელს უშლიდა?

ხელი შეუშალა არა ზმეიკიანი წაბლი კიდე!
თუ არ ჩაითვლებოდა ეს, სხვა გოლი იქნებოდა, ბურთს კი აღარ გააგორებდნენ "ჩაუთვლელი" გოლის მერე, შეუტევდნენ!
თუ გგონია შენს გუნდს მეტს ვეღარ გაუტანდნენ?
შენი გატანილი გოლიც ცუცურმა იყო, პიკე შეცდა და ეგ იყო, რო გაგიმართლათ!
ხოდა, მეკარე თუ ვერ ხედავს კიდე 22 მეტრიდან დარტყმულ ბურთს, როცა დემბო პენალის წერტილზე დგას (კარის ხაზიდან 11 მეტრში), მეკარე კი კარის ხაზიდან მაქსიმუმ 2 მეტრში (მეკარესა და დემბოს შორის სხვაობა 7–8 მეტრია), ბინოკლი დაუყენეთ თვალებში და ეგ არის.
აფსაიტი რო ყოფილიყო, რა, ვარი არ მუშაობდა, ყურში არ ჩასძახეს მსაჯს, თუ ბარსას რეალივით ტყუილად უთვლიან რამეს?
შენ კიდე ჯერ აფსაიტის წესები ისწავლე, მერე ამ საიტზე შემოსულ მადრიდისტებსაც ასწავლე, ფარულად რო იკბინებიან გველებივით!
არანაირი თამაშგარე მანდ არ იყო და ზღაპრებს ყვება რო ვერ ხედავდა თუ ვერ ხედავდა დარტყმის მომენტს რეაგირება რანაირად მოასწრო მაშინ? პახოდუ დემბელე მინიმუმ 5 მერტის მოშორებით იდგა მეკარესთან და როცა პასიური თამაშგარეა მაქსიმუმ 1 მეტრის მოშორებით უნდა იდგეს ფეხბურთელი მეკარესთან რო თამაშგარე დაფიქსირდეს
იმიტო ფიქრობენ მეგობარო, რომ როდესაც მეკარეს უშლის ხელს თამაშგარეში მყოფი ფეხბურთელი მაშინ არ თვლიან გოლს ხოლმე. მართალია ალბა არ იყო თამაშგარეში მაგრამ დემბელეს რო ხელი შეეშალა მეკარესთვის არ ჩათვლიდნენ. აი ეს ახდენს გავლენას თამაშგარეზე
მადლობა
იმიტო ფიქრობენ მეგობარო, რომ როდესაც მეკარეს უშლის ხელს თამაშგარეში მყოფი ფეხბურთელი მაშინ არ თვლიან გოლს ხოლმე. მართალია ალბა არ იყო თამაშგარეში მაგრამ დემბელეს რო ხელი შეეშალა მეკარესთვის არ ჩათვლიდნენ. აი ეს ახდენს გავლენას თამაშგარეზე
ეს არია სრული სისულელე მეკარესთან 1 მეტრის რადიუსში უნდა იყოს ფეხბურთელი რომ სივრცეს უზგუდავდეს მეკარეს ასე წერია წესებში ეს კიდე 5 მეტრში დგას და რულის თუ თვალში აკლია ეს დემბელეს სულ კიდია
ვერ ვხვდები რატომ ფიქრობენ რომ მანდ თამაშგარეა და ვინმემ ამიხსენით რა, დემბოზე ხო არ გაუკეთებია გადაცემა, პირდაპირ გაიტანა
დემბელესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ჩემი სათქმელი. ნეიმარი რომ გადმოვიდა პირველ სეზონში, როცა მარტინო იყო მწვრთნელი, 8-9 გოლი გაიტანა ლა ლიგაში. თამაშითაც უმეტესწილად ფაფხურა მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მაგასაც უამრავი მოძულე ყავდა, უბრალოდ საბედნიეროდ კლუბმა და გულშემატკივრების ძალიან დიდმა ნაწილმა იცოდა თუ რამდენად დიდი პოტენციალი ქონდა ნეიმარს. მერე შემდეგ წელს დანიშნეს ენრიკე და მახსოვს პირველივე თვეებში საოცრად ათამაშდა, სტატისტიკაც არაჩვეულებრივი ქონდა და ყველა ესპანური ჟურნალი შედარებებს აკეთებდა, რამდენი გოლიც მთლიან სეზონში ქონდა მარტინოსთან, იმდენი საწყის თვეებში ქონდა ენრიკეს ხელში. მაგრამ აქ მთავარი მიზეზებია. მარტინო თითქმის აუტის ხაზთან ათამაშებდა, დააბა იქ და განაპირა მცველის არ იყოს, მარტო მიიღე და პასი გააკეთეს აკეთებინებდა. რა ქნა ენრიკემ? შეწია უფრო სიღრმისკენ და დაგეშა კარზე. ნეიმარს გოლების გატანა არც მანამდე ეშლებოდა, ნაკრებშიც ძაან შედეგიანი იყო, უბრალოდ კლუბში სჭირდებოდა მწვრთნელისგან სწორი მითუთებები და ენრიკესგან მიიღო. ახლა რაც შეეხება აქედან დემბელეზე პარალელს. ჯერ ერთიც რომ ცხადზე ცხადია, მარჯვნიდან უკეთ თამაშობს, დრიბლინგსაც ბევრად უკეთ იწყებს და უფრო თავდაჯერებულიცაა. რაც არუნდა იძახონ რო ორივე ფეხით თანაბრად თამაშობს, რაც შეიძლება მართალიცაა, მაინც ფაქტია რო მარჯვნივ უკეთ გრძნობს თავს. რამდენი ძალიან კარგი მატჩიც ქონდა, სულ მარჯვნივ იდგა. + თუ სემედუც დგას ხოლმე, მთლად კაი. დემბელეს როგორც მოთამაშეს უამრავი რამე აქვს სასწავლი, ბევრად უფრო აგრესიული უნდა იყოს შემტევი და კარისკენ დაგეშილი. მარცხნივ როცა დგას ალბასავით მოქმედებს, კიდე უფრო იწევს ფლამგისკენ და ცდილობს უბრალოდ ჩააწოდოს ან პასი გააკეთოს, რაც თავისთავად საკმარისი არაა. ვარჯიშებს თუ უყურებთ ხოლმე არ ვიცი, მარა იქაც მოკლეს კაცი ჩაწოდებებზე ვარჯიშით. ახლა რას იზამდა კარგი მწვრთნელი. აქვს ამ ბიჭს საფეხბურთო სითავხედე და როცა ძალიან გამოზომილად თამაშს ცდილობს, აშკარად ეტყობა რომ მწვრთნელის დავალებაა და საბოლოო ჯამში ძალიან უსახური თამაში გამოსდის. კარგი მწვრთნელი უფრო ეცდებოდა კარისკენ აკრეფილი მოთამაშე დაეყენებინა, როცა ყველანაირი თვისება აქვს. სისწრაფეში ნებისმიერ მცველს დაჯაბნის ერთი ერთზე, დარტყმაც მშვენიერი აქვს, უბრალოდ წინ მესი და სუა გიდგას ისედაც და მწვრთნელი რო გეუბნება, არ შეუტიო, უბრალოდ იმათ მიეცი პასიო, ვერ დაადებ თავს და ვერ გაიქცევი. ნუ მოკლედ უამრავი რამეა კიდე, მე პირადად მჯერა მაგ ბავშვის და ვისურვებდი უკეთესს მწვრთნელთან ემუშავა, ვისაც მოთამაშეების ძლიერი მხარეების წარმოჩენა და განვითარება უკეთ შეუძლია. ვალვერდეზე რა ვთქვა აბა, კი აქვს შედეგები მარა ბარსას ნახევარდაცვა ასეთი დაცვითი არ მახსოვს. იმდენს ვერ რისკავს კაცი რო ორ ცენტრალურ მცველთან ერთი შემტევი ნახევარმცველი დააყენოს (კოუტინიო) მნიშვნელოვან თამაშებში და მოკლა მარცხენა ფლანგზე წვალებით ორი ფეხბურთელი, და ამ ორიდან არც ერთი არ არის მარცხენა ვინგერი.
ჰალა მადრიდელია იქნება ესეც
მესი გოლებს გაიტანს დარმწმუნებული ვარ რადგან მბაპეს სუნთქვა ესმის მბაპე წამოეწია უკვე და ეს კიდე ერთი მოტივაციაა ლეოს მოსახოდად და იქვე სუარესისაც რომელსაც ბენზემამ გადაასწრო