workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სემედუ: არ მესმის, რატომ დგას კოუტინიოს დონე ეჭვქვეშ

სემედუ: არ მესმის, რატომ დგას კოუტინიოს დონე ეჭვქვეშ

“ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, ნელსონ სემედუმ საჩემპიონო რბოლასა და ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა.

“გვსურს ჩემპიონატი რაც შეიძლება სწრაფად მოვიგოთ. კარგი იქნებოდა ჩემპიონობის საკითხის დახურვა “ლივერპულთან” მატჩებამდე, მაგრამ ჩვენ ტიტულისკენ დღითიდღე უნდა მივიწიოთ. ჯერ “ალავესი” უნდა დავამარცხოთ, შემდეგ კი სხვა მატჩებზე ვიფიქროთ.

ფანატების სტვენა კოუტინიოს მისამართით? მე ასი პროცენტით მხარს ვუჭერ მას, ვინაიდან ის გუნდს ეხმარება. ფილიპემ უკვე ყველას დაუმტკიცა თავისი შესაძლებლობები. არ მესმის, რატომ დგას მისი დონე ეჭვქვეშ.” – ციტირებს სემედუს სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Sopo
    schedule 22 აპრ 2019, 18:48
    #6

    კოუ ათამაშდეს და მერე აღარ იქნება ეჭვ ქვეშ

  • M10 S9 D11
    schedule 21 აპრ 2019, 20:18
    #5

    აი შენი სკამზე დალპობის გამო ვაგინებ ვალვერდეს დღემდე ბოლო დროს ჩემი სიმპაატიები დაიმსახურა მარა შენს სკამზე დალპობას ვერასოდეს ვერ ვაპატიებ რეგულარულად რო ეთამაშებინე თავის დროზე რობერტოს ხსენებაც არ იქნებოდა

  • tigresa
    schedule 21 აპრ 2019, 20:10
    #4

    ციტატა: Bola
    იდეაში მიუხედავად იმისა რომ სიტის ვგულშემატკივრობ პრემიერ ლიგაში გვარდიოლას გამო ჯერ მაინც არ გვაწყობს ლივერპულის რომელიმე თამაშის წაგება. ეხლა მაგალითად კარდიფთან ჯობია მოიგონ და ბოლომდე იყვნენ ბრძოლაში რომ დაიღალონ და ლიგაზე არ გადმოერთონ.


    აუ ზუსტად ეგ გავიფიქრე მეც, რაც მეტად ახლოს იქნებიან ტიტულთან, მით უკეთესი ჩვენთვის, ჩვენ კიდე ეხლა თუ გავინაღდეთ ლა ლიგა, უნდა დაასვენოს ძირითადის ფეხბურთელები

  • King arturo
    schedule 21 აპრ 2019, 20:00
    #3

    ციტატა: გიგა
    მადრიდის და მსოფლიოს ლეგენდა წამოეწია სუარესს ლალიგაში გოლების რაოდენობით… :დ
    ზიზუს სტილი და ჩაწოდებები is back !!!! in action 😄😄😄


    გვარდიოლას ბარსელონას რო ადარებენ ეგაა ღადავი დდდ სად იმ გუნდის თამაშის ხარისხი და სად ამ ჩაწოდება მოსაწყენი გუნდის.

  • Bola
    schedule 21 აპრ 2019, 19:58
    #2

    იდეაში მიუხედავად იმისა რომ სიტის ვგულშემატკივრობ პრემიერ ლიგაში გვარდიოლას გამო ჯერ მაინც არ გვაწყობს ლივერპულის რომელიმე თამაშის წაგება. ეხლა მაგალითად კარდიფთან ჯობია მოიგონ და ბოლომდე იყვნენ ბრძოლაში რომ დაიღალონ და ლიგაზე არ გადმოერთონ.

  • გიგა
    schedule 21 აპრ 2019, 19:52
    #1

    მადრიდის და მსოფლიოს ლეგენდა წამოეწია სუარესს ლალიგაში გოლების რაოდენობით… :დ
    ზიზუს სტილი და ჩაწოდებები is back !!!! in action 😄😄😄