“ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის უგოლო სერია დაასრულა.
არგენტინელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი 2013 წლიდან არ ჰქონდა გატანილი. ეს სერია მან დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეწყვიტა. კაპიტანმა დავიდ დე ხეას კარი ორჯერ აიღო და “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა.
მიმდინარე სეზონში, ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია, მის ანგარიშზე 10 გოლია.




რონალდოს რეკორდი უნდა მოხსნა
ლომო გენაცვალე
ახლა იხტუნაოს იმ კაცმა და იძახოს სიიიიიიიი🖕
ლივერპულსაც ამოტენის ლომი და მერე უკვე ფინალში დააგვირგვინებს <3