”ბარსა ტვ”-სთვის და ”ბლაუგრანას” ოფიციალური საიტისვის მიცემულ ინტერვიუში ანდრეუ ფონტასმა განაცხადა: ”იმ დღეს, როცა ერიკ აბიდალს სიმსივნე აღმოუჩინეს პეპ გვარდიოლამ დამირეკა და მითხრა, რომ სეზონის დასრულებამდე გუნდს შევუერთდებოდი”.
ბოლო თამაში ”ბარსა ატლეტიკში”
მატჩი ”ალკორკონთან” (2:0) ანდრეუსთვის ”ბარსა ატლეტიკში” უკანასკნელი იყო მიმდინარე სეზონში, თუმცა ის ამბობს: ”მე ვიქნები იქ, სადაც უფრო მეტად დავჭირდები გუნდს”. გვარდიოლა და ლუის ენრიკე შეთანხმდნენ, რომ სანაკრებო პაუზის დროს ფონტასი მეორე გუნდში დაბრუნდებოდა. ეს ასეც მოხდა და ფონტასმა ითამაშა ”ალკორკონის” წინააღმდეგ. ამ მატჩში მან ჩამშლელის პოზიციაზე იასპარზა.
სრული ნდობა
მცველი ამბობს: ”მუშაობისთვის მზად ვარ და ვიმედოვნებ, რომ დამეხმარება ის გამოცდილება, რაც ”სეგუნდაში” ასპარეზობისას მივიღე. ეს ”სეგუნდა ბ”-სთან შედარებით ძლიერი ტურნირია”.



