“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ჩვენ მოგებას მოწყურებულ გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. კარგია, რომ “პარი სენ-ჟერმენისგან” განსხვავებულად ვთამაშობთ.”
“მანჩესტერმა” გასვლითი მატჩები მოიგო. ჩვენ არც ისე დიდი უპირატესობა გვაქვს. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ. კარგად თამაში გვმართებს.”
“მათ ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისე, როგორც “ოლდ ტრაფორდზე” ვიყავით. როგორც ყოველთვის, ჩვენ მოედანზე უნდა ვდომინირებდეთ, მაგრამ, როცა დაცვაში თამაშიც მოგვიწევს, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც პირველ შეხვედრაში.”
გერმანელს “რომას” წინა წლის ქამბექზეც ჰკითხეს: “ამაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ.”
“ტრებლი 2015 წელს? ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. რამდენიმე ფეხბურთელი, რომელმაც ტრებლი მოიგო, ახლაც არის გუნდში. ჩვენ გვაქვს სათანადო გამოცდილება, მაგრამ ეს გრძნობა ყოველთვის განსხვავებულია, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ მოგება გვინდა, გვინდა შემდეგ ეტაპზე გასვლა და იმის დამტკიცება, რომ საუკეთესოები ვართ.”
ტერ შტეგენს ინდივიდუალურ ჯილდოებზე ჰკითხეს: “ტიტულების მოგება მირჩევნია. ინდივიდუალური ჯილდოები მნიშვნელოვანია, მაგრამ მირჩევნია ჩემპიონთა ლიგა მოვიგო.”
“დე ხეა? ის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. მას კარგი სეზონი აქვს და “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ყოველთვის სასიამოვნოა ისეთ ფეხბურთელებთან თამაში, რომლებსაც ხვალ ვეთამაშებით.” – ციტირებს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.




მანიუს გავცდებით მთავარია ლივერპულთან ვითამაშოთ სრული კონცენტრაციით და რაც მთავარია შენ უნდა ითამაშო ძაან მაგრად
ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ რომ გოლი არ უნდა გაუშვათბარამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ რომ გოლები გავიტანოთ