“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა და “მანჩესტერ სიტის” ექს-კაპიტანმა, იაია ტურემ, ლიონელ მესი შეაქო.
“ის ბევრს არ საუბრობს. როგორც თამაშის სტილი, ხასიათიც განსხვავებული აქვს. მესი ყველასთვის სრულყოფილი თანაგუნდელია.
როცა ის ბურთს იღებს, ირგვლივ სულ სამი ან ოთხი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ მისთვის ბურთის ართმევას მაინც ვერ ახერხებენ. ლეო სხვა დონეზეა, ის ყოველთვის სხვებზე მაღლა იდგა”. – თქვა კოტ დივუარელმა.
35 წლის ტურე ბოლოს “ოლიმპიაკოსის” შემადგენლობაში თამაშობდა. ამჟამად ის კლუბის გარეშეა, თუმცა კარიერა არ დაუსრულებია.




ისე ზამენაზე რო მოვიყვანოთ ეს არა? :დდდდ თავისუფალია მაინც და ჩვენი რა მიდის
დემბელეს დაფასებას როდის ისწავლით ხალხო როდის?
დემბელე რომ ფელიშში გავუცვალოთ არ უნდათ ნეტა?