ხავიერ მასკერანო ღრუბლებში არ დაფრინავს, მან მშვენივრად იცის, რომ ახლა მის ცხოვრებაში კარიერკის საუკეთესო წლებია “ბარსაში”. ის აქ ბევრად უკეთაა, ვიდრე “ლივერპულში” იყო. ხავიერ მასკერანომ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მოხვდა “ბარსაში”: “მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმით, რომ ვთამაშობ იქ, სადაც მსურს. კატალონიელთა რიგებში ჩემი მოხვედრა მეტწილად არის ჩემი დიდი შრომის შედეგი და არა ტალანტისა. ისეთ გუნდში თამაში, რომელიც ყველასგან განსხვავებულ სტილს ფლობს, იმისგან განსხვავებით სადაც ვასპარეზობდი, მეხმარება მე, რომ უფრო გავიზარდო პროფესიონალური თვალსაზრისით. მე ბევრი რამ უნდა ვისწავლო “ბლაუგრანაში”.
ხავიერს მოედანზე არ უწევს ბევრი მოძრაობა: “მე ვთამაშობ გუნდში, სადაც ბურთის ფლობა უმთავრესია, მათ ამის ტექნიკა გამომუშავებული აქვთ, ამიტომაც არ გიწევს ბევრი სირბილი, სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის ზუსტ პასს მოგცემენ ნებისმიერ დისტანციიდან”.
რაც შეეხება არგენტინელის სათამაშო დროს, ის აცხადებს: “ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ბუსკეტსი–იგი იდეალურია “ბარსელონასთვის”. ის ჩავი და ინიესტასთან ერთად ქმნის ნახევარდაცვის უძლიერეს ხაზს ესპანეთის ნაკრებშიც და “ბარსაშიც” , თან ეს ყველაფერი უკვე რამდენიმე წელია ხდება”.
მასკერანომ ასევე ისაუბრა პეპ გვარდიოლაზე: “ბოსი მენდობა და მე ამას ვგრძნობ. სწორედ ის წყვიტავს ვარ თუ არა თამაშის ღირსი. პეპი “ბარსას” სიმბოლო და თილისმაა. ის ადრე “ბარსელონას” ფეხბურთელი და კაპიტანი იყო, ახლა კი მწვრთნელი. გვარდიოლას სხვებზე ბევრად უკეთ ესმის “ბლაუგრანას” ფილოსოფია, იმიტომ, რომ ის ამ ქვეყნისა და კლუბის შვილია”. დაასრულა არგენტინელმა ხავიერ მასკერანომ.