“მანჩესტერ იუნაიტედის” კარში დღეს გატანილი ერთადერთი ბურთი ავტოგოლი იყო, თუმცა ის ისეთი კომბინაციის შედეგად გავიდა, რომელშიც მონაწილეობა “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელმა მიიღო.
ერნესტო ვალვერდეს თერთმეტმა მოთამაშემ 2 წუთსა და 14 წამში 48 ზუსტი პასი გააკეთა. “იუნაიტედის” ფეხბურთელებიდან კი გოლის ეპიზოდში ბურთთან მცირე კონტაქტი კრის სმოლინგს და ლუკ შოუს ჰქონდათ.
ლიონელ მესი მეკარესთან საკმაოდ ახლოს დარჩა, თუმცა შეტევის გაგრძელება დარტყმის მცდელობის ნაცვლად სუარესზე მაღალი პასით გადაწყვიტა, რომელიც, თავის მხრივ, ბურთს ცარიელ კართან დარჩენილ ფილიპე კოუტინიოს აწოდებდა, თუმცა ბურთი ლუკ შოუს მოხვდა და ბრაზილიელის შეხებამდე კარში აღმოჩნდა.

თავდაპირველად, გოლი სუარესს ჩაეთვალა, თუმცა გადაწყვეტილება ინგლისელი მცველის “სასარგებლოდ” მალევე შეიცვალა.




მთელი მეორე ტაიმიც მასე აპამპულავეს მარა შეტევაში არ წასულან
ა ძმაო ფეხბურთი თქვენ კიდე სანახაობას უწუნებთ,მიულოცეთ გუნდს და ერთმანეთს და განმეორებით თამაშს დაელოდეთ.

სუარესს ის უნდა გაეტანა, სემედუმ რო გაუკეთა გადაცემა