“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი სერხიო ბუსკეტსი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხვალ გასამართ მატჩზე საუბრობს.
“ოდლ ტრაფორდზე” თამაში ყოველთვის მინდოდა. “მანჩესტერის” ფილოსოფია ჩვენისგან განსხვავდება. მეტოქე თამაშს ფიზიკურ სიძლიერესა და კონტრშეტევებზე აგებს.
2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ალექს ფერგიუსონი და “იუნაიტედის” რამდენიმე ფეხბურთელი გვეუბნებოდა, რომ ჩვენი თამაშით აღფრთოვანებულები იყვნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ასეთი გუნდი არასდროს უნახავთ და რომ მოგება დავიმსახურეთ. ეს ფინალი ყველას დაამახსოვრდება, როგორც დაპირისპირება, რომელშიც ერთი გუნდი მეორეზე ბევრად ძლიერი იყო. ვფიქრობ, “მანჩესტერი” მზად არ იყო იმისთვის, რაც ჩვენ შევთავაზეთ. მათ ჩვენნაირ მეტოქესთან ნათამაშები არასდროს ჰქონდათ.” – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
ძალუქნ ბევრისგან მსმენია რო არ უნახავთ ისეთი ძლიერი გ7ნდი როგორიც ბარსელონა იყო.საოცარი ფეხბურთი ითამაშა პეპის ბარსამ.
ისტორიაში საუკეთესო თუ არაა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. ტოტალური დომინირება ფეხბურთზე. სასწაულ შედეგებთან ერთად არანორმალური ხარისხის თამაში.
რასაც მაშინ ბარსელონა თამაშობდა მანჩესტერი კი არა მთელი საფეხბურთო სამყარო არ იყო მაგისთვის მზად