workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”ბრეშა” – შესაძლო ამხანაგური მატჩი

“ბარსელონა”–”ბრეშა” – შესაძლო ამხანაგური მატჩი

სეზონის ბოლოს, იტალიური კლუბი “ბრეშა”, გეგმავს გამართოს 3 დღიანი ტურნე 100 წლის იუბილესთან დააკვშირებით. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ როდის გამართავს მატჩებს იტალიური კლუბი, თუმცა “Il Giornale”–ს ცნობით, მათი დიდი სურვილია დაუპირისპირდნენ კატალონიის “ბარსელონას”. მოგეხსენებათ, პეპ გუარდიოლა “ბრეშას” რიგებშიც ასპარეზობდა და ძალიან კარგი მოგონებები აქვს ამ კლუბისადმი და ამის გამო, მეტად სავარაუდოა ვიხილოთ იტალიურ–ესპანური დაპირისპირება.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ხოსეფ გვარდიოლამ განაცხადა, თუ ის “ბარსელოდან” ოდესმე წავიდოდა, აუცილებლად იტალიას მიაშურებდა და კერძოდ კი “ბრეშას”. მწვრთნელმა თქვა, რომ ამ კლუბში სრულიად უფასოდ იმუშავებდა. ასე, რომ ვნახოთ დაუპირისპირებიან თუ არა ეს კლუბები ერთმანეთს სეზონის ბოლოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward