workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გადამწყვეტი”

“გადამწყვეტი”

ძვირფასო გულშემატკივრებო! ძალიან მინდოდა სტატია დამეწერა “ბარსელონას” ერთ–ერთ გამორჩეულ ფიგურაზე, რომელმაც არაერთხელ იხსნა “ბარსელონა” თუ ესპანეთის ნაკრები მოსალოდნელ საფრთხეს. დიახ ეს პიროვნება არის ანდრეს ინიესტა. ალბასეტელი ბიჭუნა მართლაც გამორჩეული კატალონიელთა რიგებში, მან გადაიტანა სერიოზული ტრავმა, რის შემდეგაც მოხდა მისი ბენეფისი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სულ რომ არაფერი, მთელი ესპანეთი მას უნდა უმადლოდეს, რომ მათმა ნაკრებმა მსოფლიო ფეხბურთიის ისტორიის მანძილზე, პირველად მოიპოვა მუნდიალის თასი.

ანდრესი ყოველთვის გამოირჩეოდა მოწესრიგებულობით, თავაზიანობითა და კომუნიკაბელურობით, სწორედ ასეთი ადამიანებია “ბარსასთვის” ზედგამოჭრილი. ინიესტა ყოველ თამაშში მაქსიმუმს აკეთებს თავისი მშობლიური კლუბისთვის, სადაც ყველა ოცნება აიხდინა, რაზეც კი შეიძლება ფეხბურთელმა იოცნებოს: ტიტულები, სახელი, არაჩვეულებრივი პარტნიორები, ლეო მესი. ანდრესი მალე მამის ამპლუაში მოგვევლინება, რაც მას უფრო მოტივირებულს გახდის მოედანზე. შესანიშნავად ვიცით მისი დრიბლინგი, მოედნის ხედვა, პასის სიზუსტე. ამიტომაც თამაშობს ის “Dream Team”-ში.

ახლა კი მინდა უშუალოდ შევეხო იმ თემას, საიდანაც გამომდინარეობს სტატიის სათაური. ყველას კარგად გვახსოვს 2008–2009 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპი, სადაც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და ლონდონის “ჩელსი” უპირისპირდებოდნენ. შეხვედრაში ყველასათვის მოულოდნელად “ჩელსი” დომინირებდა. ესიენის უბრწყინვალესი დარტყმა თამაშის პირველ ნახევარში და “ბლაუგრანა” ნელ–ნელა უახლოვდება ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვას. ლონდონელები თითქოს უპრობლემოდ და თავისფულად გრძნობენ თავს მოედანზე, ასე გავიდა შეხვედრის 92 წუთი და 8 წამი. კეიტა აწოდებს ბურთს მესის, მესი საგოლე გადაცემას აძლევს ინიესტას და ანდრესი საჯარიმოს მისადგომიდან უძლიერეს, მოჭრილ ბურთს უშვებს პიტერ ჩეხის კარში და ანგარიში ხდება 1:1. “ბარსელონას” წუთნახევარიღა აშორებს ფინალამდე, ინიესტას კი მხოლოდ იმიტომ უნდა ამ დროის გასვლა, რომ აზრზე მოვიდეს რა მოხდა. რა მოხდა? საკითხავი სწორედ ესაა, “ბარსელონამ” უპირობო ბრძოლაში გაიმარჯვა და გავიდა ლიგის ფინალში, შემდეგ დაეუფლა თასსაც და არამარტო ამ ერთს. ახლა კი ვნახოთ ბრწყინვალე შედევრი:

[media=http://www.youtube.com/watch?v=x_i3xuDcAnY]

 

და რა? ამით ყველაფერი დასრულდა? არა მეგობრებო, არა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ანდრეს ინიესტა ლუხანის ბენეფისის, რომელიც მოხდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. კატალონიელმა ნახევარი სეზონი სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა და ვისენტე დელ ბოსკე იმაზეც ყოყმანობდა, წაეყვანა თუ არა ინიესტა მუდნიალზე. საბოლოო გადაწყვეტილება ყველას მოგვეხსენება და რა თქმა უნდა ეს იყო ზუსტი გადაწყვეტილება! ტრავმირებულმა ინიესტამ გაიბრწყინა, განახორციელა ცვეული დრიბლინგი, საგოლე გადაცემები და გააოცა პუბლიკა, მაგრამ ინიესტა რისი ინიესტა იყო თავისი თავიც რომ არ გაეოცებინა. ესპანეთი არცთუ მარტივად გავიდა ფინალში და შეხვდა ჰოლანდიას, სადაც ასპარეზობნდენ სნეიდერი, რობენი და სხვ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს და ასე გავიდა 116 წუთი. პუბლიკა ელოდება პენალტების სერიას და ყურადღების ცენტრში იკერ კასილიასია, მაგრამ ერთი წუთით, ვინ თქვა რომ ანდრესის უყურადღებოდ დატოვება შეიძლება? ამაზე გაბრაზდა ინიესტა და ფაბრეგასის მიერ გადაწოდებული ბურთი ულამაზესი დარტყმით შეაგდო სტეკელენბურგის კარში და ესპანეთმა ისტორიის მანძილზე პირველად მოიგო მუნდიალი. ეს დღე კი ანდრესს არასდროს დაავიწყდება, ამის შემდეგ ყველა სტადიონზე მას ოვაციებით ხვდებიან, ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის მიმართაც არ ისმის გინება, არ ისვრიან საგნებს კუთხურის ჩაწოდების დროს. დიახ მეგობრებო ეს არის ანდრეს ინიესტა   !!!  ახლა კი მისი ბრწყინვალე გოლი:

 [media=http://www.youtube.com/watch?v=xKc_6X0q11w]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში