workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირესი: “ბარსა” საუკეთესოა ევროპაში”

პირესი: “ბარსა” საუკეთესოა ევროპაში”

ფრანგმა ნახევარმცველმა, რობერტ პირესმა, ინტერვიუ მისცა FIFA.COM-ს, სადაც დაუსვეს კითხვა, შეიძლება თუ არა 2004 წლის “არსენალის” შედარება დღევანდელ “ბარსელონასთან.

 

“ბარსა” დღესდღეობით საუკეთესოა მთელს ევროპაში ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც ისინი შეუჩერებელნი არიან. მიყვარს მრავალფეროვანი ფეხბურთი: ყველაფრის მარტივად გაკეთება, ბევრი მოძრაობა, ბურთზე კოტროლის დაწესება ლამაზად და ადვილად. კატალონიელები უამრავ გოლს იტანენ, ფაქტიურად თამაშს უგოლოდ არ ტოვებენ. გუნდი, რომელიც “არსენალს” უხილავს გახდის მოედანზე, ესე იგი ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა დგას. ისინი მოიგებენ ყველაფერს, ვიმეროებ, ყველაფერს! 2004 წლის სეზონი, როდესაც “მეთოფეთა” რიგებში ვასპარეზობდი მართლაც საოცრება იყო თითოეული მატჩი. როდესაც თამაშობ შესანიშნავ პარტნიორებთან ერთად და თვალდახუჭულს გჯერა მათი, მაშინ ყველაფერი ძალიან მარტივია. სწორედ ასე ხდება “ბარსელონას” რიგებშიც, რაც მათ დაუმარცხებლებს ხდის”. დაასრულა რობერტ პირესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში