“ბარსელონას” ნახევარმცველისთვის გუშინ მნიშვნელოვანი თარიღი იყო.
2009 წლის პირველ აპრილს სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ეს მუნდიალის შესარჩევ მატჩში, თურქეთის წინააღმდეგ მოხდა, როდესაც ის შეცვლაზე დავიდ სილვას ნაცვლად შემოვიდა.
მას შემდეგ 30 წლის საყრდენი თავისი ნაკრებისთვის საკვანძო ფიგურად იქცა. 2010 წელს პირველად გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.
10-წლიანი სანაკრებო იუბილე ბუსკეტსს არაერთმა თანამემამულემ მიულოცა:
“სერხიო გუნდისთვის წამყვანი მოთამაშეა. იგი პატიოსანია, თავმდაბალი, შრომისმოყვარე და პოზიტიური ადამიანი. გააგრძელე ისტორიის წერა და ჩვენთვის სიამოვნების მონიჭება!” – ჩავი ერნანდესი.
“დარწმუნებული ვარ, ის თავის საქმეს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებს,” – ანდრეს ინიესტა.
“მას ლიდერისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალე უნარები აქვს. სერხიო არის მეგობარი, რომელთანაც შეგიძლია კარგი დრო გაატარო,” – ჟორდი ალბა.
სანაკრებო თანაგუნდელი ასევე გაიხსენა მადრიდის “რეალის” ყოფილმა გოლკიპერმა იკერ კასილასმა:
“ითამაშო 10 წელი სტაბილურად ისეთ მომთხოვნ გუნდში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია, ყველასთვის მისაღწევი არ არის. ის შესანიშნავი ადამიანია”.




გილოცავ ბუსი 10 წლის იუბილეს <3
ამდენი ბრწყინვალე ადამიანის კომენტარი ერთად დიდი ხანია არ მინახია
ჩემი აზრით კარიერას რო დაასრულებს ყველა დროის საუკეთესო საყრდენი იქნება მიუხედავად მაკელელესადმი დიდი პატივისცემისა , ასეთი სტილის მქონე ჭკვიან ინტელექტუალურ და ტექნიკურ საყრდენ ნახევარმცველს მე ვერ ვიხსენებ , ჩაბი ალონსოც იყო მაგრამ ბუსკეცი სხვა დონეა , და რამხელა ძალაა ცენტრში ასეთი კაცის ყოლა მაგას მაშინ უფრო კარგად დავინახავთ კარიერას რო დაარულებს