workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“ატლეტიკოს” მსაჯი ცნობილია

“ბარსელონა”-“ატლეტიკოს” მსაჯი ცნობილია

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გასამართი მატჩის მთავარი მსაჯი 35 წლის ხესუს ხილ მანსანო იქნება.

მანსანოს “ბარსელონას” მატჩში მონაწილეობა 21-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 13 მოიგეს (62%), 5 ფრედ ითამაშეს (24%) და 3 წააგეს (14%), გაიტანეს 56 და გაუშვეს 18 გოლი. ამ 21 შეხვედრაში “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა 48 ყვითელი იდა 5 წითელი ბარათი მიიღეს.

“ატლეტიკომ”, მანსანოს მსაჯობით ჩატარებული 18 თამაშიდან 10 მოიგო (56%), 5 ფრედ დაასრულა (28%) და 3 წააგო (16%), გაიტანა 22 და გაუშვა 11 გოლი. მადრიდელებმა 54 ყვითელი და 3 წითელი ბარათი მიიღეს.

უშუალოდ “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის მანსანოს მსაჯობით გამართული 4 დაპირისპირებიდან 2 კატალონიელებმა მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა. ამ 4 მატჩში მანსანომ “ბარსას” 2, ხოლო “ატლეტიკოს” 3 ფეხბურთელი გაუძევა.

ლა ლიგის ლიდერი “ბარსელონა” მე-2 ადგილზე მყოფ “ატლეტიკოს” 6 აპრილს დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • messi and iniesta
    schedule 02 აპრ 2019, 13:25
    #5

    მთავარია რაიმე ისეYი შეცდომა არ დაუშვას რომ თამაში გააფუჭოს

  • MARI=BARCA-fan
    schedule 02 აპრ 2019, 09:46
    #4

    არ შეიძლება თვითონ მსაჯის გაძევება მოედნიდან?? smile
    მაგათაც უნდა ჰყავდეთ სკამზე ზამენა და ბულკებივით იქნებოდნენ! smile
    ვინმეს უნდა ჰქონდეს ამის უფლება, მაგალითად მწვრთნელებს, მოითათბირონ და გაუყენონ მოუსავლეთის გზას ზოგზოგიერთები, თამაშამდე ჯიბეებს რომ გაიტენიან ხოლმე კლუბების პრეზიდენტებისგან – ახლა სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ნამეტანი ცნობადია და რა ვიცი, არ მინდა რომ შერცხვეს, ლოყები უწითლდება ხოლმე, ცოდოა.. smile smile smile

  • sergio busquets5
    schedule 01 აპრ 2019, 20:25
    #3

    აუ ეს მსაჯი არ მევასება სირბანჯოა ტიპმა ლენგლე ტყულა გააძევა ქლიავი

  • M10 S9 D11
    schedule 01 აპრ 2019, 19:59
    #2

    იმედია არ ააფრიალებს ბარათებს

  • BlauGrana_DS
    schedule 01 აპრ 2019, 19:22
    #1

    ჩოლოს კატლეტიკო უნდა მივაცენზუროთ!