“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ალეიშ ვიდალმა კატალონიაში გატარებულ დროზე ისაუბრა.
“ბარსელონაში” პირველ წელიწადნახევარი თითქმის არ მითამაშია. ხოლო, როცა ვთამაშობდი და შეცდომას ვუშვებდი, ფანები ჩემზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ.”
“გადაბმულად 3-4 მატჩის ჩატარების შემდეგ, “ბარსელონას” ძირითადი მარჯვენა მცველი გავხდი. შესაძლოა, ტრავმა რომ არა, ახლაც “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში მეთამაშა. ან შეიძლება ვერ მეთამაშა…”
“კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ამის მიუხედავად, “სევილიაში” აღმოვჩნდი, ევროპა ლიგა მოვიგე, დებიუტი მქონდა ესპანეთის ნაკრებში და “ბარსელონაში” საუკეთესოთა შორის ვთამაშობდი. არასდროს იცი, რას გიმზადებს ცხოვრება.” – ციტირებს ალეიშ ვიდალის სიტყვებს SFC TV.
შეგახსენებთ, რომ ალეიშ ვიდალმა 2017 წელს “დეპორტივოსთან” მატჩის ბოლო წუთებზე მძიმე ტრავმა მიიღო. ამის გამო მან მთელი სეზონი გამოტოვა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=bloYzcOZfaQ]
რობერტოს ოსდნავ ჯობიხარ დაცვაში რომელ ძირითადობაზე ლაპარაკობ სემედუ არ აგაყენებს სკამიდან
მეც მასე ვარ ამ ფეხბურთელს როგორც სემედუზე ისე რობერტოზე დიდი პერსფექტივა ჰქონდა
Rogorcki akripa porma da travma miigo da damtavrda .
:))) მესამე ზამენათო ….. ამას ის ტრავმა რო არ მიეღო დღეს სემედო არ იქნებოდა ბარსელონაში და რობერტოს მარჯვენა მცველის ოზიციაზე ბევრად მერჩევნა ეს
Shen tavidanve getyoboda rom maqsimum skamis kaci iyavi mara travmebi rom ara argagyididnen sakaifod shemodiodi zogjer
Mesame zamenad ki uechveli robos da semedus mere😁