გუშინ ღამით, პრაღაში, ბრაზილიის ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი სამხრეთ ამერიკელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა გუნდმა მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს მოიპოვა.
პირველი ნახევარი დავიდ პაველკას გოლით ჩეხეთმა მოიგო. 49-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა, 83-ე და 90-ე წუთებზე კი გაბრიელ ჟეზუსმა დუბლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ჟეზუსი მოედანზე “ბარსელონას” შემტევის, ფილიპე კოუტინიოს ნაცვლად გამოვიდა, რომელმაც მოედანზე ერთ საათზე მეტი გაატარა. “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელმა, არტურმა, 71-ე წუთზე კაზემირო შეცვალა.
![კოუტინიოსა და არტურთან ერთად ბრაზილიის ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)


მთავარია ტრამვის გარეშე ჩაიარა დალშე არ მაინტერესებს :დდდ
Koum aucileblad unda moumatos
Arturi magari bichia