“ინტერის” ახალგაზრდა მცველი, მილან შკრინიარი, “ბარსელონასა” და “რეალის” ინტერესის ობიექტი ხდება, ამ ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი ადასტურებს. იტყობინება, AS.
“რეალი” და “ბარსელონა” ფეხბურთელის შეძენას მომავალ ზაფხულში შეეცდებიან, შკრინიარი ზაფხულში ნებისმიერ კლუბში გადასვლას შესძლებს, რომელიც “ინტერს” მის ტრანსფერზე მოელაპარაკება.
ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2022 წლამდეა ძალაში.
რამდენი წლისაა ეს ?
და რა შენ გგონია მაგდენ მცველს დატოვებენ? ვერმაელენი და მურილიო წავლენ ტოდიბო იჯარით და გვეყოლება 4 მცველი პიკე უმტიტი დელიხტი და ლენგლე
ამათმა მთლად გაუბერეს რა ჩემს ფეხებად უნდათ ამდენი ცენტრალური მცველი:პიკე,უმტიტი,ლანგლე,ტოდიბო,ვერმაელენი,ახლა კიდე დე ლიხტს ეჩალიჩებიანო,შკრინიარსაც,ხო კიდე მურილიო დამავიწყდა:)))თერთმეტეულს აყენებენ მცველებისას თუ პრესამ აღარ იცის რა ჭორები აღარ გამოიგონოს:))
რამდენი ჭორი დაიწერება აწი და აწი, ჯერ სად ვართ
რა ჯანდაბად გვინდა!?
დე ლიხტი მოგყავს და შკრინიარი რათ გვინდა წაიყვანოს რეალმა