მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრაჰიმოვიჩი: “ბარსელონას” შემდეგ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა შემეძლო, თუმცა “მილანი” ვამჯობინე”

იბრაჰიმოვიჩი: “ბარსელონას” შემდეგ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა შემეძლო, თუმცა “მილანი” ვამჯობინე”

ამერიკული “ლოს-ანჟელეს გალაქსის” ვეტერანმა შემტევმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პრესასთან ინტერვიუში “ბარსელონას” დატოვება გაიხსენა, რაც 2011 წელს მოხდა. იტყობინება, Goal.

“მე შესაძლებლობა მქონდა, “სიტიში” გადავსულიყავი, როდესაც ჯერ კიდევ “ბარსელონაში” ვთამაშობდი, თუმცა როცა კატალონიურ კლუბში ბედნიერი აღარ ვიყავი, იტალიაში დაბრუნება გადავწყვიტე, იქ კი კვლავ ბედნიერი ვიყავი. 

“მილანში” გადასვლამდე, უკვე ვიცოდი, რომ იქ ბედნიერი ვიქნებოდი, რასაც ვერ ვიტყვი “მანჩესტერ სიტიზე”, რაც ჩემთვის სხვა გამოწვევა იყო. “სიტი” მაშინ ახალი კლუბი იყო, მილანი კი ჩემთვის უცხო ადგილი აღარ იყო, რადგან “ინტერში” სამი წელი გავატარე, სწორედ ამიტომ ამ გადაწყვეტილებით თავი დავიზღვიე.” – განაცხადა, იბრაჰიმოვიჩმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • ^Barca-Vision^
    schedule 20 მარ 2019, 21:08

    Sauli iyidao sitim.kargi bichia espanetidan ertaderti eg momwonda mara aetur de iongtan adgili agaraa tore ar iyo dasakargi.

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2019, 18:43

    ნეტა ერთი შენ არ მოგზაურობდე გუნდიდან გუნდში რა

  • nika 54
    schedule 20 მარ 2019, 18:13

    ციტატა: me da barca
    ანუ შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეველსო.


    ანუ სადაც მეტი მომცეს იქ წავედიო.