workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი ფრთხილობს დაბრუნებას

პუიოლი ფრთხილობს დაბრუნებას

მას შემდეგ ორი თვე გავიდა, რაც “ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუოლმა ითამაშა “ბლაუგრანას” რიგებში. გავლენიანი გამოცემა “სპორტი” იუწყება, რომ კარლესის ნახვის სიამოვნება “კულეებს” კიდევ ცოტა ხნით არ ექნებათ, ასე, რომ ჯერ პუიოლი ვერ დაიცავს “ბარსას” ღირსებას.

 

ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ კარლეს პუიოლი უახლოეს მატჩს, “ვილიარეალთან” გამოტოვევს და კიდევ უფრო საეჭვოა მისი საშიანო თამაშზე ხილმა, რომელიც გაიმართება “შახტარის” წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.

 

პუიოლმა თავდაპირველად უმნიშვნელო დაზიანება მიიღო მარცხენა მუხლზე, რასაც დიდი ყურადღება არ მიაქცია და მომდევნო მატჩი ითამაშა. ტრავმა თავიდან მართლაც არ ჩანდა სერიოზული, მაგრამ მეორე თამაშის მერე გართულდა მუხლის მდგომარეობა და კარლესმაც ორთვიანი “არდადეგები მოიწყო”.

 

პუიოლმა თავდაპირველად დაბრუნება “სარაგოსას” წინააღმდეგ მატჩში გადაწყვიტა, მაგრამ ბოლო წუთს განაცხადიდან ამოწერეს, რადგანაც იგრძნო მწვავე ტკივილები მარცხენა მუხლის არეში. კლუბმაც გააცნობიერა, რომ კარლესის ადრეულ დაბრუნებას შეიძლებოდა სავალალო შედეგები მოჰყოლოდა, ამიტომაც ის ლაზარეთში გაგზავნეს.

 

კაპიტანი ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ 30 მარტს მთავარი გუნდის ვარჯიშს დაესწროს. მის გეგმებშია მოასწროს გამოჯანმრთელება 31–ე ტურამდე, სადაც “ბარსელონა” უმასპინძლებს “ალემრიას”. ამის შემდეგ კი, თუ მოახერხებს გაემგზავრება უკრაინაში, დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ მატჩში, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში