მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რას წერდნენ მოურინიოს სკაუტები “ბარსელონას” ლიდერებზე 2006 წელს

რას წერდნენ მოურინიოს სკაუტები “ბარსელონას” ლიდერებზე 2006 წელს

ახალი ამბავი არავისთვისაა, რომ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის, მეტოქე გუნდის სკაუტები მეტოქის ფეხბურთელებს აკვირდებიან, რათა მათი სუსტი მხარეები შეისწავლონ. Marca-მ ამის შესახებ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

2005/06 სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბარსელონა” “ჩელსის” უნდა შეხვედროდა. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ლონდონელების მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მისი თანამშრომლებისგან “ბარსელონას” საკვანძო მოთამაშეების სუსტი და ძლიერი მხარეების ჩამონათვალი მიიღო.

რონალდინიო ასე იყო აღწერილი: “მცველებს არ ეხმარება და ძალიან ცუდად თამაშობს დაცვაში. მუდმივად სიმულიანტობს – ადვილად ეცემა.”

კარლეს პუიოლი: “აგრესიული და ძალიან ემოციური. მსაჯს ეკამათება როცა მასზე ჯარიმდებიან. პროვოკაციებს ადვილად ეგება. ცუდად არჩევს პოზიციას. ცუდად მეთაურობს დაცვას (ცდილობს ხელოვნური თამაშგარეს გაკეთებას, როცა ეს შეუძლებელია).”

მიუხედავად იმისა, რომ სკაუტებმა რონალდინიოს და პუიოლს ბევრი ნაკლი შენიშნეს, ლიონელ მესის და ანდრეს ინიესტას კარგი თვისებები მათ არ გამოპარვიათ.

ანდრეს ინიესტა: “გუნდს ყოველთვის სათადარიგოთა სკამიდან ეხმარება. ძალიან დინამიური მოთამაშე. მოძრაობის სიჩქარე. მთელს მოედანზე მუშაობს. ტექნიკური ფეხბურთელი.”

ლიონელ მესი: “ბურთი წინ მიაქვს, ამით კი ხელს უწყობს გუნდს შეტევაში. შესანიშნავია ერთი ერთზე.” დადებითი მხარეების მიუხედავად არგენტინელს ნაკლიც მოუძებნეს: “მარჯვენა ფეხს ვერ იყენებს.”

მოურინიოს სკაუტების “შესანიშნავი” მუშაობის მიუხედავად “ბარსელონამ” მაინც მოახერხა მისი გუნდის დამარცხება ორი მატჩის ჯამში (3:2). სეზონის ბოლოს კი კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებიც გახდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • Hessi
    schedule 20 მარ 2019, 11:46

    ძაან გატეხავს რონალდო თუ არ ათამაშეს

  • Catalan
    schedule 20 მარ 2019, 00:30

    ანდე ვილაშ ბოაშის ანალიზია როგორც ვნახე ეს.

  • luka kule
    schedule 19 მარ 2019, 21:25

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: barcamilan
    ზეგ 21 თში რონალდუს სასამართლოა უეფაში მისი ჟესტის გამო სიმეონეს მიმართ…მას ერთიდან სამ მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება…სიმეონეს მსგავსი საქციელის გამო ფულადი ჯარიმა დააკისრეს თუმცა რონალდუს საქციელი სიმეონესგან იმით განსხვადება რომ სიმეონემ ის აჩვენა მის ფანებს რონალდუმ კი სიმეონეს


    Me 1 matchu vucod da orive ro gamitovos aiaxss mogebis shansi eqneba


    ისეც ექნებათ შანსი რონალდომ ორივეშიც რო ითამაშოს

  • tigresa
    schedule 19 მარ 2019, 21:03

    ოჰ, თვითონ რომ ყავდა უნაკლო ფეხბურთელები იმიტომ იყო ტიტულს ტიტულზე რომ იგებდა:)) ბარსას ფეხბურთელების ანალიზს ჯობდა თავისი ფეხბურთელების ნაკლები ეძბნა და გამოესწორებინა, ლაყე ეგ

  • M10 S9 D11
    schedule 19 მარ 2019, 20:52

    რა სამი ასოც თვითონაა ისეთი სკაუტები ყავს

  • zazo
    schedule 19 მარ 2019, 20:47

    რონალდინიოს რო დაცვაში თამაში არ უყვარდა და მესის მარჯვენა ფეხი სუსტი აქვს მაგას რათუნდა სკაუტი :დ

  • I love barca
    schedule 19 მარ 2019, 19:12

    მოურინიო მაგარი კრეტინი და კვერცხი ადამიანია მაგას ეგონა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენდა მარა თავან ეტირა ყოფა