ბოიან კრკიჩს შარშან ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა სეზონის, მაგრამ დასასრულს ეს ყველაფერი გამოსწორდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ იყო ფორმაში, ამიტომაც თავდამსხმელთა ტრიო შემდგენაირად გამოიყურებოდა, პედრო – ბოიანი – მესი. ბოიანმა რამდენიმე მნიშვნელოვან თამაშში იჩინა თავი.
“კლასიკოში” გამარჯვება “ბარსელონასთვის” არ იყო ჩემპიონობის გარანტი, რადგანაც იყო რთული გასვლითი მატჩები იგივე “სევილიასთან” და “ვილიარეალთან”. პირველი მათგანი დაძლეული იქნა, “სანჩეს პისხუანზე” ერთ–ერთი გოლი ბოიან კრკიჩმა გაიტანა, ხოლო შემდეგ “წყალქვეშა ნავის” სტადიონზეც მოახერხა თავის გამოჩენა და გუნდისათვის დახმარება სამი ქულის მოპოვებაში. ეს არ იყო პირველი გოლი ბოიანისთვის “ვილიარეალის” კარში, მან 07/08 სეზონშიც დალაშქრა “ყვითელთა” კარი.
შარშანდელი სეზონის მსგავსად მეორდება სიტუაცია, პედრო როდრიგესი დამტვრეულია და “ვილიარეალთან” მატჩისათვის შესაძლოა ვერ დაბრუნდეს, ანდაც თუ დაბრუნდება ძნელად სავარაუდოა გვარდიოლამ გარისკოს და იგი პირველივე წუთებიდან ათამაშოს. ამიტომაც ბოიანს ეძლევა შანსი კვლავ იჩინოს თავი “ვილიარეალი” წინააღმდეგ, ამ მატჩს “ბარსელონასთვის” უდიდესი მნიშვნელობა ექნება.