გულშემატკივრები ფეხბურთელებს დახვდნენ. ისმოდა გუნდის გამამხნევებელი სიმღერები. მთელი კატალონია ელის დღევანდელ მატჩს.
“ჩემპიონებო!!! ჩემპიონებო!!!”– ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ კულეები “ბარსელონას” ფეხბურთლებს. მესის გამოჩენამ გულშემატკივრების ოვაცია დაიმსახურა. “შენ საუკეთესო ხარ!!!” –სკანდირებდა სასტუმროსთან შეკრებილი კატალონელი გულშემატკივარი.
განსაკუთრებული სულისკვეთება იგრძნობა ბარსელონას ქუჩებში. პატარა ბავშვებით დაწყებული, მოხუცი ხალხით დამთავრებული ყველა ატარებს “ბარსელონას” დროშას თუ ფორმას. ერთი სიტყვით, კატალონიაში მზად არიან გამარჯვების ასაღნიშნად. ჯერი ფეხბურთელებზეა…
წყარო: http://www.totalbarca.com