ფრანგული “ლიონის” კაპიტანმა, ნაბილ ფეკირმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ბარსელონასთან” საპასუხო მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Marca.
“ჩემთვის მესი პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა, ის უკვე უმაღლეს დონეზე იმყოფება 10 წლის განმავლობაში და ყოველ წელს მნიშნველოვანი როლი აქვს გუნდში. მესი ყოველთვის შეეცდება “ბარსელონასთვის” ტიტული მოიგოს, ჩვენ კი ყველაფერს ვიზამთ, რათა ის შევაჩეროთ.
გულშემატკივარი ამ შეხვედრაში ჩემსგან ბევრს ელოდება და ეს ნორმალურია. ჩვენ რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა მთელი ძალებით დავიხარჯებით.” – განაცხადა, ფეკირმა.




ნელა ზვიადიი
ფეკირი მინდა ბარსაში
ისეთ რაღაცაებს ნუბაზრობთ რომლისაც თქვენაც არგჯერათ ❤
ხო თქვენ მესი შეაჩერეთ და მერე ბარსელონა რო მოგიგებთ მერეც იძახეთ მესი უნდა შევაჩეროთო :დდდდდ
მართლა უდიდესი ძალაა ფეკირი ლიონისთვის. მეც ვფიქრობ რომ ლიონმა ამდენი შეცდომა პირველ თამაშში სწორედ ფეკირის არ ყოფნის გამო დაუშვა. აირია გუნდი და მიტომ. გუნდის ტვინია ფეკირი, თან ისეთი გუნდი არაა ლიონი იგივე შეცდომები კიდევ გაიმეოროს რაც პირველ თამაშში დაუშვა.
ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს ნაბილ… თქვენ ლიგის მომგებები მაინც არ ხართ და ჩვენ გვაცალეთ