workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “იტალიაში მხოლოდ “ბრეშას” ვუმწვრთნელებ, თანაც უფასოდ”

გვარდიოლა: “იტალიაში მხოლოდ “ბრეშას” ვუმწვრთნელებ, თანაც უფასოდ”

იტალიური გაზეთის, La Gazzetta Dello Sport–ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას და “ბრეშას” პრეზიდენტის, ჯინო კორიონის ვახშმობისას, იტალიელმა ესპანელს ჰკითხა: “თუ მე შენ შემოგთავაზებ “ბრეშას” მწვრთნელობას, ეს რამდენი დამიჯდება?” ამაზე პეპმა ირონიულად უპასუხა: “თუ იტალიაში ავღმოვჩნდები, მაშინ იქ მხოლოდ თქვენს გუნდს გავწვრთნი და ეს არაფერი არ დაგიჯდებათ, რადგან მზად ვარ უფასოდ მოვამზადო ფეხბურთელები.”

 

უნდა აღინიშნოს, რომ გვარდიოლას უყვარს “ბრეშა”. მან მისი კარიერის დასკვნითი ეტაპი სწორედ ამ კლუბში გაატარა. “ბარსას” მწვრთნელი იტალიელთა ღირსებას თითქმის ორი წელიწადი იცავდა.

 

აღსანიშნავია, რომ “ბრეშამ” ეს სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ჩემპიონატში ბოლოს წინა, მე–19 ადგილს იკავებს. ასე და ამგვარად მათ “სერია ბ”–ში გადასვლა ემუქრებათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward