მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიოპი: “ბარსელონასთან” ისე ვითამაშეთ, როგორც ეს “სიტისთან” გავაკეთეთ

დიოპი: “ბარსელონასთან” ისე ვითამაშეთ, როგორც ეს “სიტისთან” გავაკეთეთ

“ლიონის” ნახევარმცველმა, პაპ დიოპმა “ბარსელონასთან” მატჩის წინ Marca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც დღეს გასამართ შეხვედრასაც შეეხო. 

“როგორც ყოველთვის, სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ისე ვითამაშებთ, როგორც “სიტის” წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე (“ლიონმა” პეპ გვარდიოლას გუნდი სტუმრად 2-1 დაამარცხა).

შეიძლება “ბარსელონა” საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ ისინი ევროტურნირებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მათ წინა სეზონში გამოცდილება მიიღეს და ახლა უკეთესად ხვდებიან, რომ 90 წუთის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. 

გასაკვირი არაა ის, რომ წილისყრის შემდეგ კატალონიელებს “ლიონთან” შეხვედრა გაუხარდათ. ესპანეთში ლიგა 1-ს თვალს ხშირად არ ადევნებენ და ასე ამიტომ ფიქრობენ, თუმცა ჩვენ თავდაჯერება, მოტივაცია გვაქვს და ვაპირებთ, მოედანზე ისე გავიდეთ, როგორც ბრძოლის ველზე. “ლიონი” ასე აკეთებს ყველა დიდ თამაშში, დღევანდელის მსგავსი მატჩი კი ხშირად ნამდვილად არ ტარდება და განსაკუთრებულია”. – განაცხადა წარმოშობით სენეგალელმა ფეხბურთელმა, რომელიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Benson Anang
    schedule 19 თებ 2019, 23:52

    სხვათაშორის ეს მოთამაშე დიოპი ესპანელია

  • M10 S9 D11
    schedule 19 თებ 2019, 22:00

    ეს მომავლიდან მოვიდა? :დდდდდდდდ

  • zuka
    schedule 19 თებ 2019, 21:41

    Mxolod eset matchebshi rogadixart iseti shemartebit rogorc sabrdzolo velze gasvlaa magitomac igebt liga ertss tundac