გერმანული “აინტრახტის” თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი, რომელიც ლისაბონის “ბენფიკას” საკუთრებაა, ზაფხულში შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს. იტყობინება, Bild.
გავლენიანი გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” იოვიჩს 32 წლის ოლივიე ჟირუს შემცვლელად განიხილავს. “ლურჯები” მზად არიან შემტევში 45 მილიონი ევრო გადაიხადონ.
აქვე შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ფეხბურთელისადმი ინტერესი კატალონიის “ბარსელონამ” გამოიჩინა, რომელსაც მადრიდის “რეალმა” უპასუხა, თუმცა სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, კატალონიელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები წინასწარ შეათანხმეს.




რატომღაც ფირმინიო მინდა ბარსელონაში 9 ნომრად
ბუნდესლიგის ბომბარდირი.რომელსაც ამ ეტაპზე თერთმეტ მეტრიანი არ აქვს შესრულებული.21წლის ასაკში მშვენიერი შედეგია.
აუ სუას ღირსეული შემცვლელი იქნება 💙❤ თან პერპექტიულია და საოცარი დასრულება აქვს ❤💙
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეს