კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდილა იტალიურ გუნდ, ბრეშას” ეწვია, იტყობინება Football Italia. 40 წლის სპეციალისტმა ისაუზმა კლუბის პრეზიდენტ ლუიჯი კორიონისთან, დირექტორ ჯანლუკა ნანისთან და გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯუზეპე იაკინთან.
გვარდიოლას ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა აქვს, მატეო სერენისთან, ანტონიო პილიპინისთან და ანდრეა კარაჩიოლოსთან, რომლებთან ერთადაც გვარდიოლა “ბრეშას” ღირსებას იცავდა. კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელი “ბრეშას” ღირსებას 2001/2002 წლებში იცავდა.
მან “სერია ა–ში” სულ რაღაც 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო. “ბრეშას” შემდეგ პეპმა თავისი საფეხბურთო კარიერა “ალ აჰლიში” გააგრძელა.



