ჰოლანდიელი მცველი, მატეის დე ლიხტი, “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ზაფხულში მის შესაძენად კლუბის ხელმძღვანელობა შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს. ეს კარგად იციან “აიაქსშიც” და იმისთვის, რომ დე ლიხტის მსურველ კლუბებს (“ბარსელონასთან” ერთად “იუვენტუსი”, “სიტი” და პსჟ არიან დაინტერესებული) საქმე გაურთულონ, ფეხბურთელის ფასი მოუმატეს.
ბოლოს, ამსტერდამული გუნდის კაპიტნის ფასად დაახლოებით 70 მილიონი ევრო სახელდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი გაიზარდა და 85-90 მილიონს მიაღწია. ძირითადი სატრანსფერო თანხა 75 მილიონი იქნება, ამას კი ბონუსებიც დაემატება.
მას შემდეგ, რაც “ბარსელონაში” ფრენკი დე იონგი გადმოვიდა, დე ლიხტის ტრანსფერიც ყველაზე მეტად სავარაუდო სწორედ კატალონიაში გახდა.




ვსო ამ ტრანსფერს თავი უნდა გავანრბოთ პსჟ გამო თუ არ გავყიდეთ ფეხბურთელები კიდე მარცხენა მცველია საყიდელი და ფაერ ფლაის ყურადღებასაც მივიქცევთ მაგარი პიდაღასტი გუნდია ეს პსჟე
პესეჟეს ბრალია უაზროდ რო გაეკვეხა ამ ტრანსფერზე აეწია ფასი აი ისედაც ვერ წაიყვანდა დე ლიხტს და ჩვენც საქმე გაგვიფუჭა