workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვეში: ”მე ვარ მცველი, თავდამსხმელის სულით”

დანი ალვეში: ”მე ვარ მცველი, თავდამსხმელის სულით”

”ბარსა ტვ”-სთან ინტერვიუში ბრაზილიელმა დანი ალვესმა, რომელიც დღეს საღამოს კონტრაქტის 2015 წლამდე გახანგრძლივებას მოაწერს ხელს, აღნიშნა, რომ ის უკეთეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ”ბარსას” დახმარებით. ”მე თავს პრივილეგირებულ ადამიანად ვგრძნობ, ვინაიდან ვარ კლუბის ისტორიის საუკეთესო პერიოდის ნაწილი.”

როდესაც ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ დანი ”უნიკალურია თავის პოზიციაზე” და თავის მხრივ ფეხბურთელმა თქვა, რომ ”მე ამაყი ვარ, ვინაიდან ამ გუნდის წევრი ვარ და ჩემი ოცნება აქ დიდხანს დარჩენაა”, აღარავის შეპარვია ეჭვი, რომ ალვეში კონტრაქტს გაახანგრძლივებდა. ეს ყველაფერი რეალობად იქცა. მარჯვენა ფლანგის ”მეფე” კლუბში 2015 წლამდე დარჩება.

ის მარჯვენა ფლანგზეა, მერე უცებ ცენტრში აღმოჩნდება, მოედნის ერთი ბოლოდან მოერეში ამოყოფს თავს. ის ყველგანაა. ”მე ვარ მცველი, რომელსაც თავდამსხმელის სული აქვს.” – განაცხადა ალვეშმა ”ბარსა ტვ”-სთან საუბრისას. ”ვითვალისწინებ გუნდისა და ჩვენი თამაშის გარემოებას. მეტოქე ახლოსაა. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს. თუმცა მე კარგად ვახდენ სიტუაციასთან ადაპტაციას და ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთ შევასრულო ჩემი სამუშაო.”

მიმდინარე სეზონში ალვეშმა 13 ასისტი განახორციელა. ზუსტად ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა მას გასულ წელს, ხოლო 2008/09 სეზონში ამაზე ორით ნაკლები. ”ყველას სიამოვნებს გოლების გატანა. მე სეზონზე მხოლოდ 3 ან 4 გოლის გატანას ვახერხებ, თუმცა ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემი საგოლე გადაცემების მაჩვენებელი მაღალია. ვცდილობ, ამ მხრივ უფრო და უფრო განვვითარდე.”

ერთხელ პეპმა თქვა: ”თითოეული ჩვენთაგანი აქცევს ”ბარსას” უკეთსს გუნდად”. ალვეშსაც იგივე მოსაზრება აქვს: ”ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში გხდის უკეთესს. ამაში ორი აზრი არ არსებობს.”  ბრაზილიელი მცველი ბედნიერია: ””ბარსელონაში” თამაში ოცნების ახდენის ტოლფასია.” ახლა კი ეს ოცნება გაგრძელდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward