“ბარსელონასა” და “ატლეტიკოსგან” განსხვავებით, “რეალისთვის” 22-ე ტური წარმატებით დასრულდა. სანტიაგო სოლარის კოლექტივმა “ალავესი” 3:0 დაამარცხა.
კარიმ ბენზემას, ვინისიუს ჯუნიორისა და მარიანო დიასის გოლების წყალობით “სამეფო კლუბმა” სატურნირო ცხრილის ლიდერთან სხვაობა 7-ქულამდე შეამცირა.
მადრიდელებმა “კლასიკოსთვის” შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს. “ბარსელონა” და “რეალი” კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალურ მატჩს 6 თებერვალს, “კამპ ნოუზე” გამართავენ. შეხვედრაში ლიონელ მესისა და უსმან დემბელეს მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსიას” ვერ მოუგო (2:2), ხოლო “ატლეტიკო” სტუმრად “ბეტისთან” დამარცხდა (0:1).
ნუბახლა ალავესს თუ მოუგეს ჩვენც მოგვიგებენ ://// კარგი განწყობა არა იხვი
მესიმაც კარგი განწყობა შეიქმნა კლასიკოს წინ 2 გოლი გაიტანა ახლა მთავარია დაზიანება არ იყოს სერიოზული და დარწმუნებული ვარ მესი მაქსიმალურად შეეეცდება კამპ ნოუზე მისულ მადრიდისტებს გული ჩაწყვიტოს…