კარლეს ალენია, რომელმაც “ვალენსიასთან” მატჩში მოედანზე 66 წუთი გაატარა, პრაქტიკის სიხშირით ბედნიერია.
“ცვლილებას არ გავუკვირვებივარ. მწვრთნელისგან მიღებული თითოეული შანსი მაბედნიერებს. თავს კომფორტულად ვგრძნობ. “ბარსელონამ” შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.
თუ გუნდი სასურველ შედეგს ვერ აფიქსირებს საკუთარ გამოსვლაზე ნაკლებად ვფიქრობ. საწყის წუთებში მოვდუნდით, მაგრამ კოლექტივი სიტუაციას მართებულად მიუდგა.
ახლა თავისუფლად შეგვიძლია სამომავლო “კლასიკოზე” ვისაუბროთ. “რეალთან” დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება და წარმატების შემთხვევაში მორიგი ტიტულის მოგების შანსი მოგვეცემა.”-ამბობს ალენია.




თქვენი არ ვიცი და მე მომეწონა ამის თამაში. ბევრ სხვაზე მეტად ამწვავებდა შეტევებს, ბურთსაც იბრუნებდა
ამას ძაან ბევრი აქვს სამუშაო დღეს ვაფშე არ მომეწონა ერთი ვერ წავიდა გამწვავებაზე
Wadiiraa ivarjishe
😀😀