მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი რობერტო: “ბარსელონამ” სრულყოფილად ითამაშა

სერჟი რობერტო: “ბარსელონამ” სრულყოფილად ითამაშა

სერჟი რობერტომ “სევილიას” დამარცხების შემდეგ “ბარსელონას” თამაში შეაქო და ხაზი იასპერ სილესენის დამსახურებას გაუსვა. 

“ვიცოდით, რომ არახელსაყრელი ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ უნდა შემოგვებრუნებინა. თუ ისინი გაიტანდნენ, ჩვენ 4 გოლით უნდა გვეპასუხა. გუნდმა სრულყოფილად ითამაშა. 

სილესენმა ორი მნიშვნელოვანი სეივი შეასრულა. ბანეგას რომ პენალტი გაეტანა, ან გოლი მეორე ეპიზოდში გასულიყო, თამაში სხვანაირად განვითარდებოდა. იასპერს საოცარი თამაში ჰქონდა და ეს ძალიან მახარებს. 

კარგია, რომ მეც გავიტანე, მაგრამ საბოლოო შედეგით უფრო ბედნიერი ვარ”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 31 იან 2019, 15:37

    მაგ ერთი გოლით ვერ გადაფარავ შენს გუშინდელ ქინძობებს დაცვაში

  • nika 54
    schedule 31 იან 2019, 14:23

    აბა რაკიტიჩის გაგდება რო გინდათ იმათ საყურადღებოდ, რა ვერ გააკეთა გუშინ გუნდისთვის? მაგან რო გოლი გაიტანა ლეოსაც კი შეშურდებოდა, თავიდან საერთოდ მეგონა არც მიეკარა თქო ბურთს, დასტოინადაც მოიქცა სევილიელებს პატივი სცა რო არ აღნიშნა ყოჩაღ.

  • Messi, Iniesta
    schedule 31 იან 2019, 13:51

    სერხი მე ძალიან მომწონს, მისი გუშინდელი თამაშით კმაყოფილი ვარ! ზოგჯერ ჩავარდნები კი აქვს მაგრამ გამოსწორებას ექვემდებარება!

  • უეფადრიდი
    schedule 31 იან 2019, 12:13

    ტრიპლეტის სუნი მცემს ჯიგრებო, მასიამოვნეს გუშინ ბიჭებმა. დემბელე და უმტიტიც და დაგვიბრუნდებიან და მერე ნახეთ თქვენ, როცა მოინდომეს ყველას გადაუარეს ბიჭებმა. ნუ აქცევთ ყურადღებას ბოღმას, თავისი გასჭირვებია ყველა ადამიანს, ბარსამ ბევრს გაუმწარა სიცოცხლე და ბუნებრივია ეს ყველაფერი.