მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

არგენტინელ ჯადოქარს მოედანზე ბევრი დაუმცირებია და სახტად დაუტოვებია. თუმცა, რატომღაც ზოგ ფეხბურთელს მის შესაძლებლობებში მაინც ეჭვი ეპარებოდა, ლეომ კი მათ ყველა შემთხვევაში საკადრისი პასუხი გასცა. ქვემოთ ვიდეოში იხილავთ ხუთ საუკეთესო მათგანს.

ხუთეული ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩით იხსნება. წინა დღეს მანუელ ნოიერმა განაცხადა: “მესის ვაჩვენებ, თუ ვინ არის ბოსი”. საქმე დამთავრდა იმით, რომ მესიმ ნოიერს თავზე ბურთი მოხდენილად გადაუგდო, თანაც თამაშის კულმინაციურ მომენტში.

მეოთხე ადგილზე “რეალის” ყოფილი მცველი პეპე მოხვდა. ლეო სრულიად მშვიდ მატჩს ატარებდა, სანამ პორტუგალიელმა ხელზე ფეხი არ დააბიჯა. გაბრაზებულმა მესიმ ერიკ აბიდალს ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა.

მესამე პოზიციაზე “სარაგოსას” მცველს, პანსიოს იხილავთ, რომელიც არგენტინელის შეჩერებას უხეში მეთოდებით ცდილობდა. მესიმ მას ჯადოსნური დრიბლინგით და გოლებით უპასუხა.

მეორე ადგილზე ბილბაოს “ატლეტიკის” მოთამაშე მიკელ ბალენსიაგაა. ის 15 წუთის გამავლობაში არ ეშვებოდა და თან დაჰყვებოდა მესის. რაც მას შემდეგ დაემართა, გაგაოცებთ.

პირველ პოციზიას კი მთელი “რეალი” იკავებს. გაუთავებელი უხეშობებით მადრიდელებმა ლეო მწყობრიდან გამოიყვანეს. მას სისხლიც კი წამოუვიდა. სამაგიეროს გადასახდელად მესიმ მხოლოდ ბურთი და ლამაზი მოძრაობები გამოიყენა.

ასე რომ, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს: ნუ გააბრაზებ მესის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • ბათუმსკი92
    schedule 30 იან 2019, 20:47

    ციტატა: Bola
    მახსოვს მილანთან გასვლაზე 2-0 ის მერე თქვა ძალიან გაბრაზებულები ვართ და მილანზე შურს ვიძიებთო. კი გადაუარეს მერე. ბაიერნთანაც ეგრე იყოო… ყველას ბაიერნი ეგონა ფავორიტი პეპის გამო და ბევრა ტლიკინებდნენ. თუ მესის თამაში უნდაა ვერავინ აჩერებს. ის რომ ხასიათის ფეხბურთელია ეს ყველამ ვიცით. ნუ მე არ მომწონს მისი ეს ხასიათი და ვხვდები ხოლმე რომელ თამაშში არ აპირებს არაფერს და ვიცი რომ უბრალოდ ივლის მაგრამ ყველა თამაშში დუბლები და ჰეთრიქები სადააა ეგრე :დ ნეტა გერმანიასთან ფინალში გევაჟკაცაა ბიჭო და ახლა საერთოდ არავის შეგადარებდნენ. აიი ერთადერთი თამაშია სადაც მცდელობის მიუხედავად არ გამოუვიდააა საქმე როგორც მას ეკადრებოდა.


    germaniastan jado gauketes

  • MSD_ADC
    schedule 30 იან 2019, 15:53

    ნუ გააბრაზებ მესის! heart_eyes heart_eyes

  • nika 54
    schedule 30 იან 2019, 15:10

    ის მეკარე სად არის ფეხზე რო დააბიჯა ლეოს და ბურთისკენ არ გაუშვა? მერე ჯარიმა რო გაუტანა ლეომ და მიაძახა მიიღეო….

    წინა დღეს მანუელ ნოიერმა განაცხადა: "მესის ვაჩვენებ, თუ ვინ არის ბოსი".
    სხვათა შორის ამ თამაშში ლეომ იმ გოლამდე, პირველი გოლი საერთოდ საჯარიმოს გარედან გაუტანა, რომელიც პირველი აღმოჩნდა იმ სეზონში ნოიერისთვის.
    ამის შემდეგ, იგივე წამოაყტრანტალა ჩეხმა რომელიც ჩელსიდან ახალი გადასული იყო არსენალში, მე ერთ-ერთი უიშვიათესი ვარ მეკარეებში ვისთვისაც მესის გოლი არ გაუტანიაო, და ლეოც იძულებული გახდა დაესაჯა ბატონი პეტრე, პირველი გეხსომებათ როგორ დააწვინა ლეომ და გადაუგდო, მეორე კი პენალტი იყო, მე მგონი.

  • მესი10
    schedule 30 იან 2019, 14:21

    ციტატა: Bola
    მახსოვს მილანთან გასვლაზე 2-0 ის მერე თქვა ძალიან გაბრაზებულები ვართ და მილანზე შურს ვიძიებთო. კი გადაუარეს მერე. ბაიერნთანაც ეგრე იყოო… ყველას ბაიერნი ეგონა ფავორიტი პეპის გამო და ბევრა ტლიკინებდნენ. თუ მესის თამაში უნდაა ვერავინ აჩერებს. ის რომ ხასიათის ფეხბურთელია ეს ყველამ ვიცით. ნუ მე არ მომწონს მისი ეს ხასიათი და ვხვდები ხოლმე რომელ თამაშში არ აპირებს არაფერს და ვიცი რომ უბრალოდ ივლის მაგრამ ყველა თამაშში დუბლები და ჰეთრიქები სადააა ეგრე :დ ნეტა გერმანიასთან ფინალში გევაჟკაცაა ბიჭო და ახლა საერთოდ არავის შეგადარებდნენ. აიი ერთადერთი თამაშია სადაც მცდელობის მიუხედავად არ გამოუვიდააა საქმე როგორც მას ეკადრებოდა.


    ეგ ფინალი იგუაინის კისერზეა.

  • Johan Cruyff 14
    schedule 30 იან 2019, 08:19

    #ნეგააბრაზებმესის 😀

  • Bola
    schedule 30 იან 2019, 00:50

    მახსოვს მილანთან გასვლაზე 2-0 ის მერე თქვა ძალიან გაბრაზებულები ვართ და მილანზე შურს ვიძიებთო. კი გადაუარეს მერე. ბაიერნთანაც ეგრე იყოო… ყველას ბაიერნი ეგონა ფავორიტი პეპის გამო და ბევრა ტლიკინებდნენ. თუ მესის თამაში უნდაა ვერავინ აჩერებს. ის რომ ხასიათის ფეხბურთელია ეს ყველამ ვიცით. ნუ მე არ მომწონს მისი ეს ხასიათი და ვხვდები ხოლმე რომელ თამაშში არ აპირებს არაფერს და ვიცი რომ უბრალოდ ივლის მაგრამ ყველა თამაშში დუბლები და ჰეთრიქები სადააა ეგრე :დ ნეტა გერმანიასთან ფინალში გევაჟკაცაა ბიჭო და ახლა საერთოდ არავის შეგადარებდნენ. აიი ერთადერთი თამაშია სადაც მცდელობის მიუხედავად არ გამოუვიდააა საქმე როგორც მას ეკადრებოდა.

  • M10 S9 D11
    schedule 30 იან 2019, 00:41

    ნუ გააბრაზებთ მესის თორე ნოიერი და პელე დაგემართებათ

  • Messi, Iniesta
    schedule 30 იან 2019, 00:39

    ნუ გააბრაზებ მესის! wink heart_eyes