25 წლის ესპანელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
მოგეხსენებათ, დენის სუარესი ერნესტო ვალვერდეს შემადგენლობაში სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის, რის გამოც მისი წასვლის საკითხი სერიოზულად დადგა.
ნახევარმცველისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი ლონდონის “არსენალი” იყო, თუმცა მათ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელის მხოლოდ არენდის წესით დამატება შეუძლიათ. ამაზე კი “ბარსელონას” ხელმძღვანელობაა წინააღმდეგი.
როგორც ცნობილია, კატალონიელებს დენისის “სევილიაში” ან “ბეტისში” გაშვება სურთ, რომლებიც მზად არიან, ფეხბურთელი სრულად შეიძინონ.
სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ თავად სუარესს წასვლა “არსენალში”, თავის ყოფილ მწვრთნელთან, უნაი ემერისთან სურს. “მეთოფეთა” ხელმძღვანელები კი ბარსელონელი კოლეგების მოთხოვნებზე უარს აცხადებენ.




რომ გაა(Т)რაკო… უნდა გქონდეს (Т)რაკი… ანუ დამსახურება რომ გუნდმა გაგითვალისწინოს სურვილი და თუ არაგაქვს ТРАКИ მაშინ შენი ხუშტურზე ვერ ივლიან და დაემორჩილე გუნდის ინტერსს… მით უფრო რომ ამ გუნდმა შენ გაქცია იმათ ვინც ხარ.
ნეტა იჯარით გაუშვან… ბოლომდე ამის დაკარგვა არმინდა, დალშე სადაც უნდა იქ წასულა.
არადა მალკომს მირჩევია და ასეთ საზიზღარ ფორმაში მყოფ კოუტინიოსაც, იმის ნახევარი დრო ამას მიეღო რაც იმ ორმა ბალაყანამ მიიღო, მეტ სარგებელს მოგვიტანდა
რა არსენალი ბიჭოო
ვალენსია,სევილია,ბეტისი
რამდენი კაი გუნდია ესპანეთში სადაც ბლომად სათამაშო დროს მიიღებდა და ეს მაინც ინგლისისკენ იწევს
გაუშვით მერე
გაუშვით მადლია