როგორც ცნობილია, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის მომავალში შეცვლაზე თადარიგი უკვე დაიჭირა.
ასაკი არავის ინდობს და მოქმედებს ყველაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლიონელ მესი ხარ, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო. ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც “ბარსას” ასპარეზობის გაგრძელება მესის გარეშე მოუწევს.
ლეო 31 წლისაა და ხუთ თვეზე ნაკლებ დროში 32 წელი შეუსრულდება. წელს მას საშუალება ექნება, კოპა ამერიკაზე თავი გამოიჩინოს და “ოქროს ბურთს” მეექვსჯერ დაუმიზნოს. თუმცა, მისი წარმატებებით რამდენადაც არ უნდა გავერთოთ, კატალონიელებს მისი მემკვიდრის ძიება არ უნდა გადაავიწყდეთ.
სავარაუდოდ, სწორედ ხოსეპ მარია ბართომეუ იქნება ის პრეზიდენტი, რომელსაც გუნდში მესის შემცვლელის მოყვანა მოუწევს. როგორც ცნობილია, ის მუჰამედ სალაჰის ვერსიას განიხილავს. აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” ფარულად უკვე დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა “პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავის, კილიან მბაპეს თაობაზე.
20 წლის ფრანგმა უკვე მსოფლიო ჩემპიონობასაც კი მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მასზე თვალი მადრიდის “რეალსაც” უდგას. “ბარსა” კი ტრანსფერის განხორციელებას 2021 წლის ზაფხულში შეეცდება. ეს ის დროა, როდესაც მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტში მხოლოდ ერთი წელი ექნება დარჩენილი.
ვარაუდობენ, რომ კილიან მბაპეს შეძენა რეკორდული 300 მილიონი ევრო დაჯდება, კატალონიელები კი ამგვარი თანხის გადასახდელად მზადყოფნას აცხადებენ. შესაძლოა, ის მესის ზუსტი ასლი ვერ გამოდგეს, თუმცა ითვლება, რომ სხვებზე უკეთ ლეოს შეცვლას სწორედ ფრანგი შეძლებს.




დღეს მესის წასვლის შემდეგ ვის მოიყვანდიო მხოლოდ 2 კანდიდატს ავირჩევ..პირველი მბაპე და მეორე ნეიმარი..ორივეს აქვს ის ყველაფერი რაც ლიდერობისთვის საჭირო არის…დანარჩენი ერთი დონეა ჩემთვის ყველა
მუჰამედ სალაჰის ვარიანტს განიხილავენო რო წავიკითხე გამეცინა:))) რა სალაჰი 26 წლისაა 27 ის გახვდება სულ მალე. ესე ერთმა კაცმა არამგონია მესი შეცვალოს მარა დემბელე მბაპეს დუეტი თუ იქნება გუნდში თან პლიუს უკან დე იონგი და არტური ვფიქრობ შედარებით მარტივად გადაიტანს ბარსელონა მესის წასვლას
მშვენიერია მაგრამ გაჭირდება, თუმცა მაგ დროისთვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მომკალით და მბაპე არმომწონს
ახალ მესის ვერ ვიყიდით ვიცით, მარა მბაპე დემბელესდუეტი ერთობლივი ძალებით და შუაში კარგი ფორვარდით მშვენივრად ითამაშებდნენ. სალაჰი კარგია დღეს კლოპთან მარა სხვა მწვრთნელი ისე ვერ მოხოდავს ეგ ერთI, მეორე კიდე ეგეც არაა 22 წლის ბიჭი, ასაკშია და ლეო რო წასვლას დააპირებს ან შემცვლელი უშუალოდ დაჭირდება მაგ დროისთვის მოც დაბერდება. დიბალას ვერ განვიხილავ დონედ. მბაპე საუკეთესო ვარიანტია, იმედია მაგ დროისთვის პსჟ გაუქმდება. მობეზრდება ხელაიფს ლუზერად ყოფნა და დაახვევს და პსჟ ეც გაკოტრდება
ასეთი ტონით შენს ღმერთზე რომ ვინმემ რამე დაწეროს რამდენად გესიამოვნება შეგიძლია მითხრა? პირადად მე მუსლიმანი არ ვარ თუმცა არასწორია ეს რაც ახლა წავიკითხე.ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ და ასეთი რამეები არ შეიძლება
ლეოს ინდივიდუალური ნიჭის და შრომის მოყვარეობის გარდა ლამასიის კვალი გამოარჩევს, ჩემი აზრით თუ ვინმე როდესმე მესის შეცვლის პრეტენზიას განაცხადებს ბარსელონას გაზრდილი ტიპი იქნება, ლა მასიიდან… იყვნენ გენიალური ფეხბურთელები 2-3 სეზონი ბრწყინავდნენ მაგრამ ბირთვი მაინც ბარსას გაზრდილი სასტავი იყო ყოველთვის, კარგი იქნება ისევ თუ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას აკადემიას…თუმცა ეგ ჩვენზე უკეთ მაგათ იციან
დემბელე სხვა ფლანგზეა და მესის ფლანგზე რომც გადაწიო მეორე ფლანგი იქნება ამოსავსები.
ხოდა მაგიტომაც დავწერე რო მარსიალი უნდა მოიყვანონ და ცენტრში ვერნერი/იოვიჩი/ლამერსი ამათგან ერთ-ერთი
ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია (ჩემი აზრით საუკეთესოც) ასაკიდან, გამოცდილებიდა, თვისებებიდან, სისწრაფიდან და სხვა კომპონენტებდან გამომდინარე
მესის შემდეგ გადაწყობა მოუწევს გუნდს ალბათ რადგან რაც მესის გუნქციები აქვს შეთავსებულიმინიმუმ +2 უპირატესობას გვაძლევს სხვა გუნდებთან. გამთამაშებელი და ფინიშერი. მესის შემდეგ ასე უცებ მოყვანილს ვერ მოთხოვ. ერაფერს თვითონ გუნდმა უნდა გამოთალოს აღზარდოს და ჩაუნერგოს ყველაფერი რაც ერთ დროს მესის თავს მოხდა. მესის სრულფასოვნად კიარა 70% ვერ შეცვლის ერთი კაცი ამიტო ორო საუკეთესოა საჭირო გუნდში 1 ნახ დაცვაში მეორე შეტევაში.
ასაკი არავის ინდობს და მოქმედებს ყველაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლიონელ მესი ხარ, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო, თუ არა საუკეთესო
Admin gepareba echvi Leos sauketesoobashi?
რა სალაჰი სუ გარეკეს ამათმა
რეალის მიმართ მიდრეკილება რონალდოს დროს ქონდა … რავიცი ფრანგი სასტავი აქ იქნება და მისი ერთერთი საუკეთესო მეგობარიც… ვნახოთ რა იქნება
მუჰამედ სალაჰი არა ალაჰი კიდე მბაპე დაივიწყონ მთელ გუნდს მოგვყიდის ხალიფა მარა მბაპეს არა მესიმ დაასახელა თავის შემცვლელად დემბელე ჯერ კიდევ მაშინ სანამ დორტმუნდში გადავიდოდა და პუბლიკა გაიცნობდა ასე რომ სულაც არაა მესის მეკვვიდრის ძებნა საჭირო უკვე გვყავს დემბოს სახით ეხლა მთავარია მარსიალი და ვერნერი/იოვიჩი/ლამერსი ამ სამიდა ერთ-ერთი მოვიყვანოთ და მომავალშიც უძლიერესი შეტევა გვეყოლება
მთავარია ბლომად გოლები შეყაროს , მომენტები ნახევარდაცვამ და ფრთებმა უნდა შექმნას , აბა ყველა მესი ხო ვერ იქნება თან გაქონდეს, თან ქმნიდეს , თან ბურთს იჭერდეს :დ