“ბლაუგრანას” შემადგენლობა უფრო და უფრო ძლიერდება. გთავაზობთ მცირე ანალიტიკურ განხილვას.
ალბათ ბევრი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ დღესდღეობით “ბარსელონას” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს. თუმცა, მცირე დისბალანსი ჯერ კიდევ რჩება. პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს ჟორდი ალბას, აგრეთვე, შეუცვლელ მოთამაშეებად რჩებიან საკვანძო ფიგურები: ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ლუის სუარესი.
პრობლემების უმეტესობა ზაფხულში მოგვარდება. როგორც ვიცით, უკვე შეთანხმებულია ფრენკი დე იონგისა და ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერი. ასევე, გუნდში დაბრუნდება “ეიბარში” განათხოვრებული მარცხენა მცველი მარკ კუკურელა. თუმცა, გადაუწყვეტელი რჩება ლუის სუარესის დუბლიორის საკითხი.
“ბლაუგრანას” რიგებს სრულად დატოვებენ ანდრე გომეში, დენის სუარესი, რაფინია და არდა თურანი. პირველ გუნდში კი დაწინაურდება “ლა მასიას” წარმატებული აღზრდილი რიკი პუჩი. სწორედ აკადემიის ფეხბურთელები შეავსებენ იმ სიცარიელეებს, რომლის შევსებაც ტრანსფერებით ვერ ხერხდება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ჯერჯერობით სიახლე არ არის. გასულ ზაფხულს “ბარსა” მადრიდის “ატლეტიკოს” ვარსკვლავის, ანტუან გრიზმანის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ პროცესი უშედეგოდ დასრულდა.
იმისათვის, რომ “ბარსელონა” უძლეველ გუნდად ჩამოყალიბდეს, საჭიროა სწორი თავდამსხმელის შეძენა, რომელსაც ექნება პოტენციალი, გახდეს საუკეთესო და ლუის სუარესის მემკვიდრეობა წარმატებით გადაიბაროს. ამის შემდეგ გუნდი გახდება სტაბილური და ფაქტობრივად შეუჩერებელი.
mtavari gamorchat valodia wasasvleli da vinme normaluri vinc barsas taqtikas flobss
მე გეტყვით ყველაზე იდეალურ ვარიანტს, მბაპე:))))) მესის წასვლის მერე კი დაუმატონ სანე და წინა ხაზი გვეყოლება სანე-მბაპე-დემბელე
კეინი ან ვერნერი
Kai kai chakvetadzes vin mosuninebs jer natsashi mapkomis da koutinios gayidvazea saubari da chakvetadzes vun moasininebs aq da ar gvinda es chakvetadze mesis ahemcveleia rogorc weren xolme jee 6ramvis shemdeg rogor formashi iqneba is vnaxot da sac gadava ras izams iq mara me eg barsashi ar minda arc moiyvaneneg dembeles da malkomis adgilas tamashobs da xhakvetadzeze niwierebia da meti talantis mqone fexburtelebi arian eseni