მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი: ჩემი კონკურენტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება

ფრენკი დე იონგი: ჩემი კონკურენტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება

“ბარსელონას” ახალწვეულმა, ფრენკი დე იონგმა კატალონიურ კლუბში გადასვლის გადაწყვეტილება ახსნა და სერხიო ბუსკეტსთან გარდაუვალ კონკურენციაზე ისაუბრა.

“ბარსელონა” ოცნების გუნდია. ტრანსფერის თაობაზე გვარდიოლასა და ტუხელს ვესაუბრე, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მათთან დაპირისპირების მაუწყებელი არ არის. ლა ლიგა უდავოდ ძლიერი ჩემპიონატია, სადაც კონკურენციას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი საყრდენი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი გამიწევს.

ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ მაქვს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა რაღაცის მოფიქრება მომიწევს. მე ჯერ 21 წლის ვარ.”, – ციტირებს დე იონგის სიტყვებს VI.

ამსტერდამის “აიაქსი” ფრენკის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტში მითითებული საბონუსო სისტემა კი თანხას 86-მდე გაზრდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 25 იან 2019, 19:58

    ბუსი შენი კონკურენტი არ იქნება ფრენკ შენ და ბუსი გვერდიგვერდ ითამაშებთ ცენტრში არტურთან ერთად

  • .Gladiator.
    schedule 25 იან 2019, 17:38

    ციტატა: Z_A_R_D_O
    ბუსკეცი ძირითადის კაცია თან უცვლელი და მაგას ხელს არავინ ახლებს, შენ მთავარია ეს რაკიტიჩი მოგვაშორო. არტური,ბუსკეცი,იონგი ნახევარდაცვაში. ვიდალი სათადარიგოზე. კამფეტი სასტავი გვყავს იდეალური რა. აი წელს არა მაგრამ შემდეგ წელს ვალოდია შენ თუ ( საერთოდ თუ დაგტოვებენ) ლიგა არ დადე შენ იყო კუ.


    ჯობია არტური სკამზე დაჯდეს და კოუტინიომ ჩამოიწიოს უკან
    კოუ(არტური)-ბუსკეცი(რაკიტიჩი)-დე იონგი(ვიდალი)

  • Catalan
    schedule 25 იან 2019, 14:59

    ციტატა: Sdaead
    ბუსკეცი დე იონგი არტურის ტრიოს შემტევი პოტენციალი რამდენად ექნება?ვისაც ამის ბევრი თამაში გაქვთ ნანახი გამწვავებაზე კარგად მიდის?


    კი, ნახევარდაცვის უნივერსალია ეს ბიჭი მარტო ჩამჭრელი არაა შემოქმედიცა.

  • MSD_ADC
    schedule 25 იან 2019, 13:45

    ბუსისგან ბევრს ისწავლი ფრენკი და ძირითადი გარანტირებული გექნება 2 თამაში და ამოაგდებ რაკიტიჩს და ეგააა.რანახევარი გვეყოლება ფრენკი არტური ბუსი heart_eyes heart_eyes heart_eyes

  • Z_A_R_D_O
    schedule 25 იან 2019, 12:45

    ბუსკეცი ძირითადის კაცია თან უცვლელი და მაგას ხელს არავინ ახლებს, შენ მთავარია ეს რაკიტიჩი მოგვაშორო. არტური,ბუსკეცი,იონგი ნახევარდაცვაში. ვიდალი სათადარიგოზე. კამფეტი სასტავი გვყავს იდეალური რა. აი წელს არა მაგრამ შემდეგ წელს ვალოდია შენ თუ ( საერთოდ თუ დაგტოვებენ) ლიგა არ დადე შენ იყო კუ.