ფრენკი დე იონგი “ბარსელონას” უერთდება. ევროპული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა 21 წლის ასაკში უკვე დაამტკიცა, რომ კატალონიური გრანდის სახელგანთქმულ სათამაშო სტილს იდეალურად ერგება.
ტექნიკით დაჯილდოვებულ ჰოლანდიელს, როგორც საყრდენი ნახევარმცველის, ასევე, გამთამაშებელის როლის მორგება შეუძლია. დე იონგი გახდა მე-20 ფეხბურთელი საკუთარი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც, “ბარსას” მაისური დაამშვენა.
ჰოლანდიელებისა და “ბარსელონას” მჭიდრო კავშირი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება, როცა რინუს მიჩელსის შემტევმა სტილმა საფეხბურთო რევოლუცია მოახდინა, ხოლო მოგვიანებით მისმა გამორჩეულმა მოწაფემ, იოჰან კრუიფმა ეს მიმდინარეობა ხელოვნების დონეზე აიყვანა.
მათ მიერ შემოღებული ბურთის დამუშავების ტექნიკა “ბარსელონას” აკადემიისა და პროფესიონალური გუნდის განუყოფელი ნაწილია.
რინუს მიჩელსის ჰოლანდია, რომელსაც მოედანზე იოჰან კრუიფი ლიდერობდა, 1974-1978 წლებში სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ქვეშ მოექცა – ზედიზედ ორი მუნდიალის საფინალო სტადიაზე განცდილი მარცხის მიუხედავად, ნიდერლანდებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვეს.
ტოტალურმა ფეხბურთმა “ბარსელონამდეც” მიაღწია – “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” 14-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იზეიმეს ესპანეთის ჩემპიონობა (1974).
ტოტალური ფეხბურთის მოდელირების არაერთი მცდელობის შემდეგ კრუიფი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. მან ჩამოაყალიბა “ოცნების გუნდი” (1990-1996), რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა კატალონიელთა ისტორიაში – 1992 წელს “უემბლიზე” “ბლაუგრანამ” არსებობის განმავლობაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ნომერ პირველი კლუბი კი ზედიზედ 4-ჯერ გახდა, რაც იმ დროისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ევროპული ფეხბურთის გიგანტის, ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის ლაურეატის, “აიაქსის” წვლილი “ბარსელონას” წინსვლაში – ლოგიკურ ბმას არ დავარღვევთ, თუ ამ გუნდს საუკეთესო ჰოლანდიელ ფეხბურთელთა ქარხანას ვუწოდებთ.
“მფრინავი ჰოლანდიელის” შემდეგ კატალონიაში თავი ფრანკ რაიკაარდმა დაიმკვიდრა – 2006 წელს, პარიზში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მან ლონდონის “არსენალი” 2:1 დაამარცხა.
და, აი ისიც – პეპ გვარდიოლას ლეგენდარული ეპოქა! ხალხის დიდი ნაწილი თვლის, რომ ასეთი ძლიერი გუნდი ამ სპორტის ისტორიას არ ახსოვს. 4 სეზონში ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ბარსამ” 14 ტიტული მოიგო, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა (2009 – 2:0, 2011 – 3:1. ორივეჯერ “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ). ხოსეპის მემკვიდრეები კვლავ მისდევენ ძინძველ ტრადიციას, მოედანზე კი მოთამაშეებს ლეო მესი კურირებს.
ისეთი ნიჭიერი მოთამაშის შეძენა, როგორიც დე იონგია, ნიშნავს, რომ საზოგადოება ამ ჯადოქრობით კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ისიამოვნებს. არ დავივიწყოთ ქალთა გუნდში მოასპარეზე ლიკ მარტენსი და სტეფანი ვან დერ გრაგტიც.




რობერტო-უმტიტი-ლენგლე-ალბა
არტური-ბუსკეტსი-დე იონგი
მესი-სუარესი-დემბელე
სილესენი
სემედუ-პიკე-ტოდიბო /მურილიო/-კუკურელია
ვიდალი-ო. ბუსკეტსი-რაბიო
ალენია-ბოატენგი-კოუტინიო
უნდა გავუშვათ: რაკეტა, დენისი, რაფინია, სამპერი, მალკომი და რიკი პუიგი (იჯარით)
რაოო რაო? რაკეტა გავუშვათ? ალბათ ღადაობ?!
რობერტო-უმტიტი-ლენგლე-ალბა
არტური-ბუსკეტსი-დე იონგი
მესი-სუარესი-დემბელე
სილესენი
სემედუ-პიკე-ტოდიბო /მურილიო/-კუკურელია
ვიდალი-ო. ბუსკეტსი-რაბიო
ალენია-ბოატენგი-კოუტინიო
უნდა გავუშვათ: რაკეტა, დენისი, რაფინია, სამპერი, მალკომი და რიკი პუიგი (იჯარით)
რობერტო დაცვიდან მოსაშორებელია იყოს სემედუ
ზაფხულში <3
ერთი 10 წელი მოხსნილიგვაქვს ნახევარ მცველის პრობლემა ერთადერთი ბუსის ღირსეული შემცვლელი გვჭირდება და ეგაა
ეს ბიჭი ბარსელონას მომავალია <3 ძალიან მაგარი ტრანსფერია ბრავო ბართუშას !
ზაფხულში
მანდილოსანი უძლიერესი გვყავს უეფას ჯილდოც აქვს მოგებული კრისწინასთან ერთად იყო ცერემონიალზე
მეგობრებო ეს ბიჭი ზამთარში მოვა თუ ზაფხულში???
მარტინსი ძაან მაგარი იგროკია
ვაა ქალთა გუნდშიც გვყოლია ჰოლანდიელი