“ეხეასთან” მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, “ბარსა ბ”-ს მცველმა, მუსა ვაგემ, 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ვაგემ თამაშის მიმდინარეობისას მეტოქე გუნდის გულშემატკივარს, რომელიც აუტის მოწოდებისთვის ბურთს არ აძლევდა, სახეში დაარტყა.
ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ მასპინძლების მხრიდან რასისტულ შეძახილებს ჰქონდა ადგილი. ამასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინციდენტი მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა, როცა “ბარსელონას” ანგარიშის გათანაბრება სჭირდებოდა. ამის მიუხედავად, სენეგალელმა მაინც ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა.
თავის მხრივ, “ეხეამ” ვაგეს ბოდიში მიიღო და რასისტული შეძახილების ფაქტი უარყო.
ოოოო ეს რა არასპორტული საქციელი ჩაუდენია, მაგრამ არც ისინი არიან მართლები რასისტულ შეძახილებს თუ ეძახდნენ მათაც უნდა დაეკისროთ რაიმე ფულადი ჯარიმა.
ეს მთლად დალაგებული ვერ ყოფილა :დდდდდდ