“ბარსელონა” ესპანეთის სამეფო თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს და ტურნირს ნაადრევად არ გამოეთიშება, იტყობინება ესპანური გამოცემა AS.
წყაროს ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “ლევანტეს” შეატყობინა, რომ კატალონიური კლუბის წინააღმდეგ სერიოზულ სანქციებს არ მიიღებენ.
როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, “ბარსელონას” ქმედება რეგლამენტის ახალ პუნქტს არ ეწინააღმდეგება, რომელიც გულისცმობს, რომ მსგავსი დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმ ტურნირზე ვრცელდება, რომელზეც ფეხბურთელმა იგი მიიღო.
შეგახსენებთ, “ლევანტე” პრეტენზიას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ “ბარსელონამ” სამეფო თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მოედანზე გამოიყვანა ჩუმი ბრანდაისი, რომელსაც ესპანეთის რიგით მესამე დივიზიონში ყვითელი ბარათების ლიმიტი ჰქონდა ამოწურული და, მათი თქმით, თასზე თამაშის უფლება არ ჰქონია.
რეალი ერთხელ მოკვეთეს და გული კინაღამ გამუსკდა
ვერც მოკვეთენ