დღეს, “ბარსა TV”–ის გადაცემა “ელ მარკადორში” სტუმრად ბოიან კრკიჩი იყო. მან განაცხადა, რომ თავისი გატანილი გოლით ძალიან გახარებულია: “მე ძალიან ბედნიერი ვარ. გუშინ დიდებული ღამე იყო. ეს იყო თამაში, რომელიც ორივეს, მეც და გუნდსაც გვჭირდებოდა. მოედანზე ყოფნა და შენი თანაგუნდელების დახმარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.”
ბოიანი გუშინ კლუბის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსას” მაისურით 100 შეხვედრა გამართა: “მე დამბურძგლა, როდესაც გავაანალიზე, რომ ჩავატარე რა ჩემპიონატი 100 შეხვედრა და თან იმ გუნდის მაისურით, რომელიც “ბარსაა”. მე ძალიან ვამაყობ იმით, რაც დღემდე გამიკეთბია.”
გუშინდელი გოლი ბოიანისთვის ამ სეზონში მეხუთე გამოდგა. მისი სასტარტო შემადგენლობაში ხილვის საშუალება კი ჩვენ მხოლოდ 6–ჯერ მოგვეცა. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მას არ ავიწყდება ის, თუ როგორ უნდა გაიტანოს გოლი: “მე ძალიან მოხარული ვარ. განსაკუთრებით ბოლო თამაშებში, რაც იღბალი ჩემს მხარესაა და გოლის გატანას ვახერხებ. ძალიან მნიშვნელივანია მოედანზე რეგულარულად თამაშობდე და უფრო მნიშვნელოვანია თავდამსხმელისთვის. ახლა მე ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და თავს ფიზიკურადაც ძალიან კარგად ვგრძნობ.”
ბოიანმა აღნიშნა, რომ “ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი იმისა, რაც მე 100 მატჩიან ნიშნულამდე მიღწევაში დამეხმარა და ამ გუნდში თამაშში მეხმარება არის გულშემატკივარი, რომელიც “ნოუ კამპზე” ყოველ კვირას იკრიბება. მე მათგან ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულს, რაც მე ძალას მმატებს”, განაცხადა კატალონიელმა.
ბოიანს გადაცემაში შეკითხვა ასევე “ჩემპიონთა ლიგის” მორიგ დაპირისპირეაბზეც დაუსვეს: “ეს იქნება რთული დაპირისპირება. ყველა, ვინც მეოთხედ–ფინალში გადის რა თქმა უნდა ძლიერია. ჩვენ ვეცდებით, რომ საკუთარ მოედანზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ, რაც საპასუხო მატჩში ოდნავ რელაქსაციის საშუალებას მოგვცემს.”
ბოიან კრკიჩი ძალიან მოხარულია იმით, რომ გულშემატკივრები ასე აფასებენ ფეხბურთელებს, რომლებიც მის გუნდში თამაშობენ. მისი თქმით მომენტი, როდესაც აბიდალს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშის კვრით გაამხნევეს, ძალიან ემოცური გამოდგა.



